თარგმანი: არა თუ მოცემაჲ შჯულისაჲ, არამედ გარდამავალობაჲ შჯულისაჲ შეიქმს რისხვასა, რამეთუ თანამდებ წყევის იყვნეს ყოველნი გარდამავალნი მისნი. ხოლო მოციქული რისხვად წყევასა მას სახელ-სდებს. და ვინაჲთგან არა ხოლო წყევაჲ, არამედ ტანჯვაჲცა აქუნდა შჯულსა, არა-დამცველთა მისთათჳს, ამისთჳსცა შემოვალს სარწმუნოებაჲ, რაჲთა შორის-შემოიყვანოს მადლი, რაჲთა მადლისა მიერ საქმით სრულ-იქმნნენ აღთქუმანი. რამეთუ, სადაცა იყოს მადლი, მუნ არს შენდობაჲ; და სადა იყოს შენდობაჲ, მუნ არცა ერთი არს ტანჯვაჲ; ხოლო ტანჯვაჲ რაჲ აღიფხურას, და სიმართლე სარწმუნოებისა მიერ შემოვიდეს, არღარაჲ დამაყენებელ არს ჩუენდა, რაჲთა მკჳდრ ვიქმნნეთ და მივემთხჳნეთ აღთქუმათა. ხოლო შჯული ამისთჳს შეიქმოდა რისხვასა, რამეთუ ვერცა ერთმან ვინ სრულ-ყო იგი; და ვინაჲთგან არავინ იპოვა სრულ-მყოფელი შჯულისაჲ, ამისთჳს დადებამან შჯულისამან განაცხადა გარდამავალობაჲ შჯულისაჲ.
რომაელთა მიმართ 4:15
14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა.16. მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა.
რომაელთა მიმართ თავი 4