თარგმანი: რაჲთა არა თქუან მსმენელთა, ვითარმედ: "ჩუენდა რაჲ არს, უკუეთუ იგი განმართლდა სარწმუნოებითა", — ამისთჳს ზედა-დაჰრთო მოციქულმან, ვითარმედ: არა მისთჳს ხოლო, არამედ ჩუენდაცა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა სახედ შემოღებითა მით აბრაჰამისითა ვემსგავსნეთ სარწმუნოებასა მისსა, და მსგავსად მისსა ჩუენცა შეგუერაცხოს სარწმუნოებაჲ ჩუენი სიმართლედ, რაჟამს გურწმენეს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით. ხოლო თუ ვითარ ჯერ-არს რწმუნებაჲ მისი, შემდგომისა სიტყჳსა თარგმანებისაგან ისმინე.
რომაელთა მიმართ 4:24
23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო,24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო,25. რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
რომაელთა მიმართ თავი 4