თარგმანი: აღმადგინებელი რაჲ გესმას უფლისაჲ მკუდრეთით, გონიერად გულისჴმა-ჰყოფდ, ვითარმედ მამაჲ აღადგინებს ძესა [· · ·] რომელი არა თჳსთა ცოდვათათჳს მოკუდა და არცა ვინ უქმდა სხუაჲ აღმადგინებელი, არამედ მამაჲ თუ ითქუმოდის აღმადგინებელად მისსა, გინათუ თჳთ ძე ითქუმოდის აღმადგინებელად ჴორცთა თჳსთა, ორივე ესე ერთ არს, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა ერთ არს მოქმედებაჲ მამისა და ძისაჲ. და ღმრთეებაჲ არს აღმადგინებელ ჴორცთა, რომელნი-იგი ჩუენთჳს შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან, და ჩუენთა ცოდვათათჳს მოკუდა ჴორცითა, რაჲთა აღდგომითა მისითა განმამართლნეს ჩუენ. რამეთუ არა ამისთჳს განიკუთნნა ცოდვანი ჩუენნი და მიეჴადა საშჯელი სიკუდილისაჲ ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ კუალად თანამდებ ვიყვნეთ სიკუდილსა და ცოდვასა, არამედ რაჲთა სრულიად განმართლებულ და უბრალო მყვნეს ჩუენ შეცოდებათა ჩუენთაგან.
რომაელთა მიმართ 4:25
თარგმანი: სიბრძნით და ჴელოვნებით შემოვიდა უფლისათჳს სიტყუასა შინა და იტყჳს, ვითარმედ: არა თუ მას რაჲმე ბრალი და ცოდვაჲ აქუნდა და მისთჳს მოკუდა; თუ არა, არცამცა აღდგომილ იყო, ვითარცა არცა პირველ მისსა მომკუდართაგანი ვინ აღდგომილ არს თავით თჳსით, არამედ ჩუენთა ცოდვათათჳს მოკუდა უფალი, რაჲთა განგუათავისუფლნეს მათგან.
...თ, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20) „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით () „დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...“ (ზატიკი) უფალი, „რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად () და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.), გიხაროდეთ!
ქრისტე აღდგა! სად არის სიკვდილო საწერტელი შენი? ქრისტე აღდგა! სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? ()
„აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს“ (წმ. იოანე ოქროპირი).
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).
- და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?
ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში...
ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი...
...მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს“** (გამც. 3,7-8)._
აი, ჩვენს წინაშეა გახსნილი კარი ცათა სასუფევლისა. ამ უნაპირო წყალობით მაცხოვარმა დაგვაჯილდოვა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
აღსდგა ღმერთი, „რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღსდგა ჩვენს განსამართლებლად“(). გიხაროდეთ!
აღსდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ისინი კი, ვინც უფლისმიერი სიხარულის ამ განცდას და სულიწმინდის მადლს განშორებულნი არიან, უნდა ეცადონ, ეკლესიური ცხოვრებით როგორმე მოიპოვონ იგი; როგორც წერს წმ. ირინეოს ლიონელი, „სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმინდაცაა და სრული სისავსე მადლმოსილებისა. ეკლესიის გარეშე, სულიწმინდის გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი დაუცველია და დაღუპვისათვის განწირული“, რადგან, ცხოვრების მღვრიე ტალღებს შეჯახებული, სასოწარკვეთილებაში ადვილად ვარდება და დიდი ძალისხმევითღა თუ შეძლებს ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევას. ბევრნი კი...
...ძნე და ჭეშმარიტება, აღდგა მეორე ადამი - ღმერთი ვნებული, უფალი უფლებათა. სხეულს გაყრილმა მისმა ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრა საკრველნი სიკუდილისა, ბჭენი ჯოჯოხეთისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა.
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს(); „ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინეთ, სოფელს წარუდგა ღატაკი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ. იქმნა შეურაცხყოფილი, რათა ჩვენ განვედიდებინეთ; იყო სატანჯველით გვემული, რათა ჩვენ ძლევაჲ მოგვეპოვებინა; მოკვდა, რომ გამოვეხსენით; აღდგა, რომ ქვესკნელს შთაცვივნულნი ზეცის სიმაღლეს ვზიარებოდით“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი).
ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევსთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა.
დიახ, დღეს ჩვენი მოვალეო...