თარგმანი: განაცხადებს, ვითარმედ უმეტეს არს მადლით მინიჭებული განმართლებაჲ, რომელსა-იგი მიჰმადლებს სარწმუნოებაჲ უფროჲს საქმეთათჳს სასყიდლად მიცემულისა მის, რამეთუ ვინ არს ესოდენ ყოველსავე შინა უნაკლულოჲ სათნოებითა, რომელმან ყოვლითურთ ყოს ღმერთი თანამდებ თჳსსა, სრულებით მოქმედებითა ყოველთა მცნებათაჲთა. ხოლო სარწმუნოებით განმართლებული მადლით განმართლდების. და სადა ქრისტე მიჰმადლებდეს, უეჭუელად დიდთა მიჰმადლებს, ვითარ-იგი არიან: მადლი შვილებისაჲ, ძმა-ყოფაჲ ქრისტესი, მკჳდრ ღმრთისა ყოფაჲ, — რომელთაჲ-ამათ ოდესმცა უძლეთ მოგებად თჳსთა წარმართებათა მიერ! რამეთუ არა მცირე საქმე არს, რაჟამს ესოდენი სარწმუნოებაჲ აქუნდეს კაცსა, ვითარმედ ძალ-უც ღმერთსა არა ხოლო ღმრთისმსახურთაჲ, არამედ უღმრთოჲსაცა განმართლებაჲ, რომელი-ესე საქმე არს სულისა მჴნისა და ახოვნისაჲ. ამისთჳსცა ესევითარი იგი გულისსიტყუაჲ სიმართლედ შეერაცხების მას. ხოლო სიმართლე ბევრეულთა კეთილთა შემომკრებელ არს.
რომაელთა მიმართ 4:5
4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.5. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება.6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.
რომაელთა მიმართ თავი 4