მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 4:7

6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.8. ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას.
რომაელთა მიმართ თავი 4
7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი, და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი; ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ (4,6-8).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
ფსალმუნისაჲ: ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს ურჩულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ (4,7-8).:

თარგმანი: ნეტარებაჲ თავი არს ყოველთა კეთილთაჲ. ხოლო ამას ადგილსა ესრეთ ჩანს თუ შეუმსგავსებელ არს წამებაჲ ესე, რამეთუ არა ესრეთ არს თუ —ნეტარ არს, რომელსა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა სიმართლედ შეერაცხოს, არამედ ფრიადცა შემსგავსებული არს. რამეთუ, უკუეთუ ნეტარ არს, რომლისა ცოდვანი მადლითა შეენდვნეს, საცნაურ არს, ვითარმედ სამგზის სანატრელ არს იგი, რომელი სრულიად განამართლა მადლითა ღმერთმან.

სააღდგომო ეპისტოლე 1993 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო::

...სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი“ ().

ვინ არის ღირსი ამ მადლისა, ასეთი მოწყალებისა? - ის, ვისაც ესმის ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ვინც სიტყვით და საქმით შეძლებისამებრ ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს და აცნობიერებს თვის მისიას ამ წუთისოფელში.

ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, საკუთარი მისწრაფება აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც იგი იღვწის, მაგრამ არსებობს ყველასათვის საერთო იდეაც - ეს არის სწრაფვა ამაღლებისაკენ, ღვთის მსგავსებისაკენ.

რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, ყოვლადწმიდა სამებამ ადამიანის შექმნა რომ გადაწყვიტა, ბრძანა: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ“(დაბადება 1,26). მაშასადამე, რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თით...

სრულად ნახვა