თარგმანი: რაჲთა არა მწუხარე ვიყვნეთ და სასოებასა წარვიკუეთდეთ, თუ ესოდენ უშჯულო ვიქმნენით, ვიდრეღა საჴმარ იქმნა სიკუდილი უფლისაჲ ჩუენთჳს, და სხჳთა სახითა არა იქმნებოდა ცხორებაჲ ჩუენი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: არა თუ ოდენ ვცხოვნდით, არამედ სიქადულიცა გჳღირს და ამისთჳს ვიქადით-ცა, რომელ თავს-იდვა ქრისტემან ჩუენთჳს, ურჩულოთა ამათ, სიკუდილი, რამეთუ ესე ფრიადსა მას მამისა სიყუარულსა გამოაჩინებს, რომელ უშჯულოთა ამათთჳს ძე თჳსი სიკუდილად მისცა. ხოლო რომელნი ღმერთმან შეიყუარნეს, და მათისა ცხორებისათჳს ეგოდენ დიდი საქმე ქმნას, მათ არა უჴმს სირცხჳლი და უსასოებაჲ, არამედ სიხარული და სიქადული საღმრთოჲ და მადლობაჲ მისი, რომელმან ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, ცოდვილნი ესე.
რომაელთა მიმართ 5:11
10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
რომაელთა მიმართ თავი 5