თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ დაცემითა მით ადამისითა ერთისა მისთჳს სიკუდილმან სუფევაჲ მიიღო, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა-ესე მადლი ღმრთისაჲ მოვიღეთ და ნიჭი და სიმართლე, არღარა დაგემონნეთ სიკუდილსა, არამედ ცხოველ ვიყვნეთ და ვსუფევდეთ ცხორებასა მას შინა, უკუეთუ ოდენ არა ნებსით თჳსით შთავვარდეთ წარსაწყმედელსა.
16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.18. ამიტომ, როგორც ერთის შეცოდებისაგან ყველა კაცის თავზე მოიწია სასჯელი, ასევე ერთის სიმართლისაგან ყველა კაცი გამართლდება სიცოცხლისათვის.
რომაელთა მიმართ თავი 5