თარგმანი: გამოაჩინა ზემო სიყუარული ღმრთისაჲ, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, სულისა წმიდისა მოცემითა, და ვინაჲთგან სულისა წმიდისათჳს სიტყუაჲ აღასრულა, აწ კუალად ქრისტესთჳს იწყო სიტყუად, რაჲთამცა მის მიერ ქმნილითაცა საქმით დაამტკიცა და გამოაჩინა სიყუარული იგი ღმრთისაჲ ჩუენდა მომართ.
რომაელთა მიმართ 5:6
5. სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.6. ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის.7. მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი.
რომაელთა მიმართ თავი 5