მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 5:9

8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
რომაელთა მიმართ თავი 5
9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.
პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რავდენ უკუე აწ, ვინაჲთგან განმართლებულ ვართ სისხლითა მისითა (5,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მაშინ არა უგულებელს-გუყვნა, რაჟამს ცოდვილ ვიყვენით და უღმრთო, და ცხორებად ჩუენდა ძისა მისისა სიკუდილად მიცემაჲ საჴმარ-იყო, რავდენ უფროჲს აწ არა უგულებელს-გუყვნეს, არამედ გუაცხოვნნეს, რაჟამს არცა ცოდვილნი ვართ, ვითარ-იგი პირველ, არამედ განმართლებულ ვართ სისხლითა ქრისტესითა. არცაღა საჴმარ არს სიკუდილი ძისა ღმრთისაჲ, რამეთუ ერთგზის სიკუდილითა თჳსითა განგუამართლნა მან. არღარაჲ არს უკუე დამაყენებელ ჩუენდა ცხორებისაგან, თჳნიერ ჩუენისა ოდენ მოსწრაფებისა.

თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. რავდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! (5,8-9).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა, რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაცა ვდგათ და გიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა (5,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიადი რაჲმე წარმოთქუა სარწმუნოებისათჳს, ამისთჳს აწ დასძენს კეთილთა საქმეთა მიერისა განმართლებისათჳსცა, რამეთუ ესე არს სარწმუნოებასა თანა ქონებაჲ მშჳდობისაჲ, რაჲთა არღარა მიმედევნნეთ ცოდვასა, რამეთუ ცოდვანი არიან მიზეზ ღმრთისმბრძოლობისა. ხოლო მშჳდობისა ქონებაჲ ღმრთისა მიმართ ესრეთ მოიგებვის, რაჲთა შეუდგეს კაცი მცნებათა მისთა და არღარა მბრძოლ იყოს მისსა, მოქმედებითა ცოდვათაჲთა, რამეთუ რომელმან-იგი პირველთა ცოდვათაგან გჳჴსნნა და სარწმუნოებად , ის მიერ ამიერითგან უცოდველად დაცვაჲ ჩუენი. ხოლო შენ იხილე, ვითარ მადლი რაჲ თქუა, აწდელნი კეთილნი მოგუაჴსენნა, მონიჭებულნი ჩუენდა ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ვდგათ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის