თარგმანი: რამეთუ ჴორცნი, სადაჲთცა ვინ მიიყვანებდეს, მივლენ, და უკუეთუ ენებოს კაცსა, ძალ-უც ჴელისა თჳსისა საჭურველ მოწყალებისა ყოფად, ანუ თუ საჭურველ მტაცებლობისა. ეგრეთვე ენასა ძალ-უც საჭურველ სიმართლისა ყოფად გალობითა. და კუალად, საჭურველ ცოდვისა — ბოროტისმეტყუელებითა. და ეგრეთვე სხუანი ყოველნი ასონი არიან.
12. მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.13. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.14. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
რომაელთა მიმართ თავი 6