თარგმანი: ამიერითგან იწყო განკრძალებად მსმენელთა, რაჲთა არა უდებ-იყვნენ, მადლი რაჲ ესმას, და წარჴსნილად ცოდვიდენ. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ, ვითარ-იგი პირველ ქმნულთა ცოდვათა აღჴოცაჲ, ეგრეთვე შემდგომთაჲცა აქუს მადლსა ნათლისღებისასა. არამედ მიერითგან უმეტესისა კრძალვისა ღირს არს, რაჲთა ერთგზის განბანილი და უეჭუელად ბრალთაგან განწმედილი უშრომელითა მით საბანელითა ემბაზისაჲთა არა კუალად შეიმწინკულოს ცოდვითა, და ყოვლად სატკივარსა მას მოქენე იქმნეს საბანელსა ცრემლთასა.
რომაელთა მიმართ 6:15
14. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.15. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც.16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის.
რომაელთა მიმართ თავი 6