მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 6:16

15. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც.16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის.17. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი.
რომაელთა მიმართ თავი 6
16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის.
თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებასა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით: გინა თუ ცოდვასა სიკუდილად, ანუ მორჩილებად სიმართლესა (6,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ვიტყჳ გეჰენიასა, არცა მერმეთა მათ სატანჯველთა, არამედ თჳთ ამას კმა-გიყოფ მომატყუებელად სირცხჳლისა, ცოდვისაგან დამაყენებელისა, უკუეთუ ქრისტეს მიერ გამოჴსნილნი, და მადლით ცოდვისაგან განმართლებულნი კუალად ცოდვასავე დაემონნეთ. რამეთუ სახელით თუ სხჳსად გეწოდებოდის, ესე არად სარგებელ გეყოფვის, ვინაჲთგან რაჲსაცა მორჩილ იყვნეთ, მისნიცა მონანი ხართ: გინათუ ცოდვისა, სიკუდიდ შთამყვანებელისანი, ანუ თუ მორჩილებისა ღმრთისა, სიმართლედ აღმყვანებელისანი.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კჱ ვითარმედ კაცი უფლებული ცოდვათაგან არარაჲთა განყოფილ არს ეშმაკეულისაგან:

...ყოველი, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ და ნუ ვიქმნებით მონა ვნებათა, არამედ აზნაურებაჲ იგი, რომელი ქრისტემან მოგუანიჭა, შევიტკბოთ და მას მხოლოსა ვჰმონოთ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა; ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „მონანი ხართ, რომელსაცა ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ, ანუ მორჩილებად სიმართლისა“; და მერმე იტყჳს: „ვითარცა წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“, და შემდგომი ამისი.

ამისთჳს, საყუარელნო, ვისწრაფოთ განთავისუფლებად მონებისაგან ვნებათაჲსა და ვჰმონოთ სიმართლესა, რაჲთა ამასცა სოფელსა სიწმიდით ვცხონდებოდით, და გამოგჳჩნდეს ნათელი მზისა მის სიმართლისაჲ და მკჳდრ ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა