თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ქრისტეს თანა ცხოველ ვიყვნეთ", აწ კუალად მისთჳსვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სთქუათ თუ — ვინაჲ საცნაურ არს ესე, — გარნა უწყოდეთ, ვითარმედ, ვითარცა-ესე გულსავსე ვართ, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე არღარა მოკუდეს, ეგრეთვე ჩუენთჳს გჳღირს გულსავსეობაჲ, ვითარმედ, ვითარცა-იგი უკუნისამდე ცხოველ არს, ჩუენცა უკუნისამდე ცხოველ ვიყვნეთ.
რომაელთა მიმართ 6:9
8. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ.9. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე.10. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს.
რომაელთა მიმართ თავი 6