თარგმანი: შჯულად მოსეს მიერსა მას იტყჳს, ხოლო მცნებად — სამოთხეს შინა მიცემულსა მას პირველთა მამათადა, რომელსა წმიდად უწოდს, ვითარცა სიწმიდისა მასწავლელსა. ხოლო მართლად — ვითარცა მართლიად დამშჯელსა გარდამავალთა მისთასა; ხოლო კეთილად, - რამეთუ ცხორებისა განმამზადებელ იყო ყოველთათჳს, რომელთა დაიცვან იგი.
რომაელთა მიმართ 7:12
11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
რომაელთა მიმართ თავი 7