თარგმანი: ყოვლით კერძო თავისუფალ ჰყოფს შჯულსა, და ცოდვასა მიაჩემებს მკლველობასა თჳსსა, რამეთუ სიწმიდემან შჯულისამან გამოაჩინა არაწმიდებაჲ ცოდვისაჲ, და საჩინო ყო ყოველი იგი გესლი, სიკუდილისა მომატყუებელი; რაჲთა ესრეთ, რომელნი ივლტოდინ მისგან, ცხოვნდენ; ხოლო რომელნი ჰყუარობდენ-ღა მას, გარდარეულად იქმნნენ ცოდვილ ურჩებისათჳს, მცნებისა მისგან განმაყენებელისა.
რომაელთა მიმართ 7:13
12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.14. რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული.
რომაელთა მიმართ თავი 7