თარგმანი: გამოაჩინებს ცთუნებასა მას ცოდვისა მიერსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ბუნებით მნებავს ქმნაჲ კეთილისაჲ, გარნა მოვალს გულის-თქუმაჲ და დამარწმუნებს ქმნად ბოროტისა, რომელი-იგი არა ჰნებავს გონებასა მას შინაგანსა, არამედ სძულს.
რომაელთა მიმართ 7:19
18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
რომაელთა მიმართ თავი 7