📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: რჩული სულიერ არს (7,14).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მასწავლელი არს სათნოვებისაჲ და დამაყენებელი ცოდვისაჲ.
[მოციქულისაჲ: და მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა (7,14).
თარგმანი:] ...რამეთუ ესრეთ ვყვენით თავნი ჩუენნი კაცთა, უვნებელად დაბადებულთა, და დავემორჩილენით ვნებათა ჴორციელთა და განვიფრდენით ცოდვათა შინა, რამეთუ სიკუდილსა თანა ვნებანიცა შემოვიდეს (ვითარ: რისხვაჲ, მწუხარებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი). ამათ შინა შთავვარდით ადამის ცთომითგან.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი (7,15).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "განფრდილ ვარ ცოდვასა შინა", აწ იტყჳს თუ ვითარ განფრდილ ვარ; ვითარმედ: არა ვიციო, თუ ვითარ მაცთუნებს და წარმიტაცებს ცოდვაჲ, რამეთუ მიიპარავს გონებასა ჩემსა, რომელ კნინღა ვერ ვსცნობ თუ ვითარ მიმიტაცებს.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა, რომელი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი მძულს, მას ვჰყოფ (7,15).
თარგმანი: არა თუ ესრეთ იტყჳს თუ — "უნებლიეთ მაქმნევს ცოდვაჲ", — არამედ მაცთურებასა მისსა გამოაჩინებს, და ვითარ მისითა მით სიტკბოებითა წარიტაცებს კაცსა, ვიდრეღა, მრავალგზის, რომელი სძულნ, იგი ქმნის მის ჟამისა გემოჲსათჳს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ, რომელი არა მნებავს, და მას ვჰყოფ, თანამოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს (7,16).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი არა სათნო-უჩნს შინაგანსა გონებასა ჩემსა, და ვიცი, ვითარმედ ბოროტ არს, მას ვიქმ ჩუეულებისა და წესისა მის ბოროტისა მძლავრებითა. ხოლო ესე არა მცირე ქებაჲ არს შჯულისაჲ, რომელ მარადის არა-ქმნასა ცოდვისასა ასწავლის.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, არღარა მე ვიქმ მას, არამედ — რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა — ცოდვაჲ (7,17).
თარგმანი: და ვითარ იქმს მას ცოდვაჲ, რომელ თქუა თუ "არღარა მე ვიქმ მას, არამედ — რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა — ცოდვაჲ"? —გარნა ესე იგი არს, ვითარმედ გემოსა მას ცოდვისასა წინა-მიყოფსო და ესრეთ მაცთუნებს და მიმდრეკს კეთილისაგან.
მოციქულისაჲ: ესე უწყი, რამეთუ არა დამკჳდრებულ არს ჩემ თანა (7,18).
თარგმანი ათანასისი: თჳთმფლობელობასა კაცისასა გამოაჩინებს და ვითარმედ კაცი უფალ არს ორკერძოვე მიდრეკასა ზედა, გინა თუ კეთილისა მიმართ, გინა თუ ბოროტისა, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ესრეთ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა კეთილი, თუ-მცა მინდა, თუ არა, — ვიქმოდე-მცა მას იძულებით. რამეთუ ნებაჲ წინა-მიც, რაჲთა, სადაჲთცა ვინებო — მივდრკე. და ესე ბუნებითად მაქუსო ნებებაჲ კეთილისაჲ, ხოლო ქმნაჲ არღარა იძულებით არს, არამედ თჳთმფლობელობასა ზედა ჩემსა.
მოციქულისაჲ: ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი (7,18).
თარგმანი: არა თუ ჴორცთა შეასმენს ამით სიტყჳთა, არამედ განყო კაცი ორად: სულად და ჴორცად; და თქუა, ვითარმედ "ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი არარაჲ არსო". ესე იგი არს, ვითარმედ: ჴორცთა ვერ ძალ-უც თავით თჳსით კეთილისა რაჲსამე ქმნად, არამედ ყოველი საქმე სულისაჲ არს, და მას ძალ-უც გამოცნობად კეთილისა და ბოროტისა, ხოლო ოდეს იგი მიდრკეს კეთილისაგან, ჴორცნიცა მას შეუდგიან.
მოციქულისაჲ: რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ (7,18).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს თუ: ნებაჲ კეთილისაჲ მაქუს, გარნა ჩუეულებათათჳს ცოდვისათა და მძლავრებისა მისთჳს მივიტაცები, და ვერ ვჰპოებ ჩემ თანა საქმესა კეთილსა, რომელი ჰნებავს შინაგანსა გონებასა, არამედ — რომელი სძულს, და მამხილებს მისთჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა რომელი მე მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ (7,19).
თარგმანი: გამოაჩინებს ცთუნებასა მას ცოდვისა მიერსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ბუნებით მნებავს ქმნაჲ კეთილისაჲ, გარნა მოვალს გულის-თქუმაჲ და დამარწმუნებს ქმნად ბოროტისა, რომელი-იგი არა ჰნებავს გონებასა მას შინაგანსა, არამედ სძულს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას (7,20).
თარგმანი: სულიცა და ჴორცნიცა კიდე-განიყვანნა და ყოველი ბრალი ბოროტსა პროერესინსა ზედა (რომელ არს ნებაჲ) და ბოროტსა ჩუეულებასა ზედა, და ეშმაკსა ზედა დადვა, რამეთუ სულისაცა ბუნებაჲ კეთილ არსო და ჴორცთაჲცა, არამედ ბოროტი ნებაჲ და ეშმაკი იქმან ყოველსავე.
მოციქულისაჲ: არამედ რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ (7,20).
თარგმანი: კეთილისათჳს თქუა, ვითარმედ "არა დამკჳდრებულ არს", ხოლო ბოროტი "დამკჳდრებულ არსო", რამეთუ, ვინაჲთგან დაუტევეთ კეთილი და შევიყუარეთ ბოროტი, ესევითარი ჩუეულებაჲ შეგუექმნა, რომელ, ვითარცა ბუნებაჲ, დაემკჳდრა ჩუენ თანა.
მოციქულისაჲ: ვპოვებ სადმე შჯულსა, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა-მიც (7,21).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ვაქებ შჯულსა მას სჳნიდისითა ჩემითა და ვჰპოებ მას, ვითარმედ, უკუეთუ მინდეს კეთილისა ქმნაჲ, შემეწევის, რაჲსათჳსღა უკუე ვიქმო ბოროტსა? ამისთჳსო, რამეთუ ბოროტი წინა-მიც. ესე იგი არს, ჩუეულებაჲ მისი მმძლავრობს, რომელ, დაღაცათუ მინდეს ქმნაჲ კეთილისაჲ, ვერ-ვე ძალ-უც შჯულსა შეწევნად, რამეთუ თჳნიერ წუევნისა ოდენ კეთილისა მიმართ —სხუაჲ ვერარაჲ ძალ-უც. ამისთჳს უკუე კეთილ არს დატევებაჲ მისი, რამეთუ ამას ისწრაფის გამოჩინებად, ვითარმედ კეთილ არს დატევებაჲ შჯულისაჲ მის და მისლვაჲ ქრისტესა, რომელი არა ოდენ გუაწუევს კეთილისა მიმართ, არამედ განა...
მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს რჩულსა ღმრთისასა (7,22).
თარგმანი: აღვიარებ სჳნიდისითა, ვითარმედ კეთილ არს, რამეთუ პირველ მისსაცა იცოდა სჳნიდისმან ჩემმან კეთილისა საქმე და ვპოე რაჲ იგი წერილი, ვაქებო "შინაგანითა კაცითა", არამედ ვხედავ სხუასა რჩულსა ასოთა შინა ჩემთა. ხოლო "რჩულად წინააღმდგომად" ცოდვასა უწესს ამას ადგილსა და ბოროტსა პროერესინსა, რომელ არს ნებაჲ. და იგივე წინა-აღუდგებისო სჳნიდისსა ჩემსა და წარმტყუენავს რჩულითა ცოდვისაჲთა, რომელ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ.
მოციქულისაჲ: უბადრუკი მე ესე კაცი ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა? (7,24).
თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ჴორცთა რასმე აბრალებს, რამეთუ არა თქუა "ჴორცნი ცოდვისანი", არამედ "ჴორცნი სიკუდილისანიო", და ამას იტყჳს, ვითარმედ: განმცა-ვინ-მათავისუფლა მძლავრებისა მისგან ცოდვათაჲსა, რომელთა მიერ იქმნნეს ჴორცნი ესე ჴორც სიკუდილის, რაჲთამცა მომეცნეს მე ჴორცნი თავისუფალნი ცოდვისგან და სიკუდილისა?