მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).

თარგმანი: არა ბუნებით უკეთურად უწოდს გუამსა, არამედ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ გარდასლვამან სამოთხეს შინა მცნებისამან, ყოველთა კეთილთაგან ცალიერ მყო მე, ვიდრემდის, არა თუ მას, რომელსა ვერ გულისჴმა-ვჰყოფ და არცა მნებავს, არამედ, რომელი რაჲ გულისჴმა-ვყო და მენებოს კეთილი, ვერცაღა მას ვჰყოფ, მიდრეკილი და თანა-წარტაცებული ბილწთა მიმართ გულისთქუმათა, გემოვნებითა ცოდვისაჲთა.

ამათ სიტყუათა ზედა ნუმცა ვინ ბოროტად უწოდს ჴორცთა, რეცა თანა-მოწამებითა მოციქულისა მიერ თქუმულისაჲთა, ვითარმედ: არარაჲ დამკჳდრებულ არს მათ შინა კეთილი; რამეთუ არა რაჟამს ცალიერ არიან კეთილისაგან, აღსავსეცა არიან ბოროტითა, არამედ ორღანონი ოდენ არიან მათ შორის მყოფისა მის სულისანი, და სულსა ზედა არს კეთილად გინა ბოროტად ჴმარებაჲ მათი.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: ჰნებავს, რაჲთა თჳთმფლობელობაჲ ჩუენი აჩუენოს, ვითარმედ კაცი თჳთ-უფალ არს ქმნად კეთილისა და ბოროტისა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ უიძულებელ არს სათნოებაჲ, და ნებასა ოდენ კეთილსა წინა-უყოფს კაცთა, ვითარცა თჳთმფლობელთა აღრჩევად კეთილისა და ბოროტისა; ხოლო იგინი მასცა განისაკუთრებენ თჳსად, რომელი აღრჩევითა გულისაჲთა და მიმყოვრებულითა მოქმედებითა შეითჳსონ, ვითარ-ესე აწ მოციქულმან, დაღაცათუ კეთილისაჲ არა თქუა, არამედ ცოდვისასა იტყჳს მკჳდრობასა ჴორცთა შინა თჳსთა. ესე — ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან შემდგომად გარდასლვისა მის ადამისისა, ეუფლა კაცთა ცოდვისაჲ იგი სიბოროტე, არა მძლავრებით, არამედ მრავალჟამეულითა მიდევნებულებითა გულისთქუმისაჲთა, ყოველთა კაცთა შორის განაძლიერებდა გემოსა სიბოროტისა თჳსისასა. ამისთჳს აწ მოციქული ვითარცა ზოგადისა კაცთა ბუნებისა მაგიერ იტყჳს მის თანა მკჳდრობასა ცოდვისასა, რომელი-იგი მრავალჟამეულითა ჩუეულებითა ბუნებად შეექმნების. უფროჲსღა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ზოგად ორთავე მკჳდრობაჲ ჴორცთა შინა უღონო არს, რამეთუ რომელსაცა ერთსა მათგანსა მოუწოდოს კაცმან, მეორესა განაძებს; ცოდვაჲ — სათნოებასა, და სათნოებაჲ — ცოდვასა. ხოლო მოწოდებად ვიტყჳ მრავალჟამეულსა მკჳდრობასა და მიმყოვრებულსა მოქმედებასა თითოეულისა მათგანისასა.

მოციქულისაჲ: ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა-მიც? (7,21).

თარგმანი: ზემო იტყოდა რაჲ, ვითარმედ: "არა რომელი-იგი მნებავს კეთილი მას ვჰყოფ", — ამით სიტყჳთა არსებაჲ სულისა და ჴორცთაჲ თავისუფალ ყვნა ბრალობისაგან; რამეთუ უკუეთუ არა ჰნებავს ბოროტი, თავისუფალ არს სული; და უკუეთუ არა, რაჲ-იგი ჰნებავს, მას ჰყოფს, თავისუფალ არიან ჴორცნი. ესე იგი არს, ბუნებით არცა სულისაჲ არსებაჲ ბოროტ არს, არცა ჴორცთაჲ, რამეთუ ღმერთმან კეთილად შექმნნა იგინი. არამედ თჳთმფლობელმან ნებამან, რომელიცა აღირჩიოს, მასცა იქმს, და რომელსაცა მრავალჟამეულად იქმოდის, მასცა დაამკჳდრებს , და მიერითგან ჰმძლავრობს; არათუ — გინა ბოროტი, არამედ ჩუეულებ, რომელსაცა მრავალჟამ ჩუეულ იყოს. რამეთუ ნებებაჲ ღმერთსა დაუნერგავს და ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო როტი თუ გჳნდეს გინა კეთილი, ესე ჩუენისა თჳთმფლობელისა საჲ არს, რამეთუ კეთილი უიძულებელ არს და ნებსით ქმნასა მისსა დგს მიღებაჲ სასყიდელისაჲ. ხოლო მისგან განშორებაჲ სიბოროტედ მიდრეკაჲ არს. ესე რაჲ თქუა მუნ, აწ აქა იტყჳს, ვითარმედ: სადა მეპოვოს შჯული კეთილისმყოფელი, რომელსა ძალ-ედვას შეწევნაჲ ჩემი? რამეთუ ორნი ესე შჯულნი — სჳნიდისისაჲ და წიგნისაჲ —მამხილებელნი ოდენ არიან, მძაგებელნი ბოროტისანი და მაქებელნი კეთილისანი. ნა იგინი ვერ შემეწევიან საქ კეთილისა, და მე ჩუეულებაჲ იგი ბოროტისაჲ წინა-მიც მიმზიდველად; რომლითა ცხად არს, ვითარმედ ქრისტესსა მას ჯერ-არს მოსლვაჲ და სახარებისასა შედგომაჲ შჯულსა, რომელი ნათლისღებითა აჰჴოცს პირველ ქმნულთა ბრალთა და განგუაძლიერებს წყობად მტერთა და გუცავს წინააღმდგომთაგან.

მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა, და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა (7,22-23).

თარგმანი: "თანა-მნებავსი" რაჟამს თქუას, ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თანა-ვეწამები შჯულსა ღმრთისასა და მთნავს იგი, ვითარმედ კეთილ არს. არამედ ცოდვისაჲ იგი შჯული, რომელსა "სხუად" უწოდს, რამეთუ ჩუეულებასა მრავალჟამეულსა შჯულად სახელ-სდვა, ესე ბოროტთა ჩუეულებისა შჯული წინა-განეწყვების კეთილსა მას ნებასა გონებისასა და წარსტყუენავს კაცსა შჯულითა, ესე იგი არს ჩუეულებითა პირველთა საქმეთაჲთა.

აჰა ესერა ოთხ არიან შჯულნი ესე აწ თქუმულნი: პირველად ღმრთისაჲ; მეორედ — წინააღმდგომი გონებისაჲ; მესამედ — თჳთ-გონებაჲ; მეოთხედ — ასოთა შინა მყოფი იგი ჩუეულებაჲ. აწ უკუე ოთხთა ამათგან ორნი იგი გარეთ შემოვლენ: ღმრთისაჲ, რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ და სწავლაჲ კეთილისაჲ; და კუალად - წინააღმდგომი მისი, რომელ არს ეშმაკისა მიერ დათესული ჩუენ შორის ურჩებაჲ მცნებათა ღმრთისაჲ. ხოლო ორნი შინაგან ჩუენსა არიან: გონებითი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, დამბადებელისა მიერ დათესული ჩუენ შორის, და კუალად, მიმყოვრებული იგი ჩუეულებაჲ მრავალ ჟამ ქმნილისა ცოდვისაჲ, რომელი-იგი არს აღმძრველ ბრძოლისა ჴორცთაჲსა.

სხუაჲ თარგმანი მეთოდისი: შინაგანად კაცად სულსა უწოდს, გინა თუ გონებასა; ხოლო შჯულად ღმრთისა —შჯულსა სახარებისასა, რომელი-იგი განაღჳძებს და აღაორძინებს დამბადებელისა მიერ ჩუენ შორის დათესულთა მათ თესლთა სჳნიდისისათა, რომელ არს გონებაჲ მამხილებელი კეთილთა და ბოროტთაჲ. ხოლო ამათ ორთა — გარეშესა და შინაგანსა —ორნი წინა-აღუდგებიან: გარეთ შემომავალი ბრძოლაჲ მტერისაჲ და შინაგან ჩუენსა მყოფი ჩუეულებითი აღძრვაჲ ჴორცთა გულისთქუმისაჲ; რამეთუ თითოეული გარეთ შემომავალი თითოეულად თჳსსა შჯულსა მოსწრაფე არიან ყოფად შინაგან ჩუენსა, აღმძრველთა ღმრთისმსახურებად გინა უღმრთოებად.

სხუაჲ თარგმანი იოვანე დამასკელისაჲ, გარდამოცემისა ოთხმეოცდამეათხუთმეტისა თავისაგან: შჯულ არს მცნებისაჲ, და კუალად, შჯულ იქმნების ყოველი მასწავლელი მცნებისა გარდასლვისაჲ, და არცა ერთი მათგანი გუაიძულებს, რამეთუ ჩუენ თჳთმფლობელ ვართ ქმნად მორჩილებისა, რომლისაცა გუენებოს მათ ორთაგანისა. აწ უკუე პირველ თქუმულნი ესე ორნი შჯულნი — მცნებისა მასწავლელი იგი ღმრთისაჲ არს, ხოლო მცნებისა გარდასლვად მაწუეველი ეშმაკისაჲ არს. და ორნივე ესე გარეთ შემოვლენ ჩუენ შორის, და ორთავე მათ ორნი სავანენი ჰქონან ჩუენ შორის: ღმრთისასა მას — სჳნიდისი, რომლისა მიერ გუამხილებს კეთილსა და ბოროტსა, ხოლო ეშმაკისასა მას — ჩუეულებაჲ, და გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ, რომლისა მიერ ვიგრძნობთ გემოსა სულმყრალისა მის ცოდვისასა, პირუტყუებრითა მით ნაწილთა მშჳნვიერებისაჲთა, რომელი არს ასოთა შინა ჩუენთა. და ესე არიან ოთხნი იგი შჯულნი, რომელთა იტყჳს მოციქული.

მოციქულისაჲ: უბადრუკი ესე კაცი, ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (7,24-25).

თარგმანი: არა ჴორცთა ამათგან ჴსნასა ითხოვს, არამედ ჴორციელთა საქმეთაგან, რომელნი-იგი შეამთხუევენ სულიერსა სიკუდილსა, და ბოროტთა მათგან გულისთქუმათა სიკუდილთა სულისათა, რამეთუ ესენიცა ჴორცთა შინა იშვებიან.

აწ უკუე თჳთვე იკითხავს, და თჳთვე მიუგებს თავსა თჳსსა სიტყუასა სამადლობელსა, ვითარმედ: აჰა, გიპოვნიეს მჴსნელი შენი შემთხუევათაგან სიკუდილისათა, რომელ არს ღმერთი მამაჲ, რომელმან ძისა მიერ თჳსისა იესუ ქრისტესსა მიჴსნნა მისგან, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს სიკუდიდ მისცა იგი, რომლისათჳს ჰმადლობს მას.