მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 7:25

24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
რომაელთა მიმართ თავი 7
25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უბადრუკი ესე კაცი, ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (7,24-25).:

თარგმანი: არა ჴორცთა ამათგან ჴსნასა ითხოვს, არამედ ჴორციელთა საქმეთაგან, რომელნი-იგი შეამთხუევენ სულიერსა სიკუდილსა, და ბოროტთა მათგან გულისთქუმათა სიკუდილთა სულისათა, რამეთუ ესენიცა ჴორცთა შინა იშვებიან.

აწ უკუე თჳთვე იკითხავს, და თჳთვე მიუგებს თავსა თჳსსა სიტყუასა სამადლობელსა, ვითარმედ: აჰა, გიპოვნიეს მჴსნელი შენი შემთხუევათაგან სიკუდილისათა, რომელ არს ღმერთი მამაჲ, რომელმან ძისა მიერ თჳსისა იესუ ქრისტესსა მიჴსნნა მისგან, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს სიკუდიდ მისცა იგი, რომლისათჳს ჰმადლობს მას.

თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).:

თარგმანი: ზ იგი გამოთარგმანა ნებითა, "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის