თარგმანი: ზემო იტყჳს შჯულისა სიკუდილსა. ხოლო აწ კუალად იტყჳს, ვითარმედ: თქუენცა მოჰკუედით მისგან, და არღარაჲ გაქუს მის თანა ზიარებაჲ, არამედ განთავისუფლებულ ხართო მისგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რომლითა ივნო ჩუენთჳს და გჳჴსნნა მონებისაგან შჯულისა მის აჩრდილისა. და ჩუენცა მოვკუედით მის თანა ნათლისღებითა და არღარა უფალ ვართ თავთა ჩუენთა, არამედ სასყიდლითა სყიდულნი ვართ, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. რამეთუ მაშინ ყოველი ნაყოფი ჩუენი სიკუდილისაჲ იყო, ხოლო აწ ღმრთისაჲ არს.
რომაელთა მიმართ 7:4
3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის.5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი.
რომაელთა მიმართ თავი 7