მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 8:10

9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
რომაელთა მიმართ თავი 8
10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული — ცხოველ სიმართლისათჳს (8,10).:

თარგმანი: შემაწუხებელი იგი სიტყუაჲ პირველი, ითარცა სხუათა მიმართ თქუა, და საერთოდ, ხოლო სახარულევანსა ამას მათდა მიმართ იტყჳს, და სამვ̃ლოდ, ვითარმედ: ამით საცნაურ იქმნების ქრისტეს ყოფაჲ თქუენ შორის, რაჟამს ჴორცნი თქუენნი მკუდარ იყვნენ უქმები ცოდვისაჲთა, ხოლო სული — ცხოველ, მოქმედებითა სიმართლისაჲთა. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო სული —ცხორება სიმართლისათჳს; რამეთუ არა წესისაებრ შეუდგენს, და რაჟამს ჴორცთა მკუდრობაჲ თქუას, სულისა ცხოველობასა ოდენ კმა-იყოფს, არამედ ცხორებად უწოდს, ვითარმედ: მოქმედებაჲ სიმართლისაჲ არა ხოლო ცხოველობასა მიჰმადლებს სულსა, არამედ ცხოველსმყოფელობასაცა; რაჲთა არა ხოლო თავით თჳსით ცხოველ იყოს, არამედ ჴორცთა მოკუდავებისაცა ცხოველსმყოფელ იყოს.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...ნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს“. და არა თუ მას სმენაჲ და სწავლაჲ უჴმდა. რამეთუ რაჲმცა ისმინა, რომელსა ყოველივე ეთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გინა თუ დაჴსნისათჳს შჯულისა, გინა თუ ღმრთეებისა მისისათჳს, და განგებისა ყოველივე თქუმულ იყო მის მიერ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომავალი გითხრას“ (16,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აქა უფროჲსად გამოაჩი...

სრულად ნახვა