თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ თქუმად, ვითარმედ: ამას ყოველსა ზედა ზეშთა-ვსძლევთ ჩუენ. რასა "ამას ყოველსა ზედა"? —ცხად არს, ვითარმედ, რაჟამს ყოველნივე-იგი ზემო თქუმულნი ჭირნი შეგუემთხჳნენ, შემდგომად მის ყოვლისა არა ხოლო მძლე, არამედ ზეშთამძლე ვართ. რამეთუ უჭირველად ძლევაჲ —ძლევა ოდენ არს, ხოლო ზეშთამძლეობა — ესე არს, რაჟამს შემდგომად მრავალთა ჭირთა შინა შთავრდომისა კუალად თჳთვე დაიმკჳდროს კაცმან სახელი მძლეობისაჲ, რამეთუ მაჭირვებელნი ჩუენნი გჳრგჳნისა მომატყუებელ გუექმნებიან ჩუენ, უკუეთუ ოდენ ვჰმადლობდეთ ესოდენ შემყუარებელსა და წინააღმდგომითა წინააღმდგომისა მომსყიდელსა ჩუენდა ძლევისასა ქრისტესა.
რომაელთა მიმართ 8:37
36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,
რომაელთა მიმართ თავი 8