თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგანცა წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან". არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: ესოდენ მაქუს სიყუარული ქრისტესი, რომელ დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელი არა იგმობებოდა-მცა, და უფროჲსად ჰურიათა მიერ, რომელთა ესოდენნი პატივნი მისცნა — შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი — და არღარაჲ დაუტევა მიზეზი მათ თანა, და იგინი მგმობარვე იქმნნეს სახელისა მისისა.
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა;3. ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო,
რომაელთა მიმართ თავი 9