თარგმანი: არა თუ ღმერთი რომელთამე კეთილად შეიქმს და რომელთამე ბოროტად; ნუ იყოფინ! არამედ სახიერებანი ღმრთისანი ყიველთათჳს ზიარად არიან, და, რაჲ მისგან ჯერ-არს, იგი ყოველსავე მოსწრაფებასა აჩუენებს, რაჲთამცა ყოველნი კეთილ იყვნეს, გარნა მოციქულმან ესე სიტყუაჲ თქუა გამოსაჩინებელად ჴელმწიფებისა ღმრთისა, რომელი აქუს ქმნად რაჲცა ენებოს. ხოლო, უეჭუელად ყოველივე რაჲცა ქმნას ღმერთმან, კეთილად და ჯეროვნად იქმს, დაღაცათუ ჩუენ მიზეზი ქმნილთაჲ მათ არა ვიცოდით. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა თიჴაჲ არას სიტყუა-უგებს მეკეცესა, ეგრეთვე ნუცა შენ სდრტჳნავ, რომელი ვერ სცნა, არამედ თქუ, ვითარმედ: ესრეთ სადმე უმჯობეს არს, რაჲთა ვერ ვცნა ესე. ხოლო მესმა ვისიმე, რომელი ესრეთცა თარგმნიდა ამას, ვითარმედ: ანუ არა ჴელ-ეწიფებისაშემოქმედსა მას ყოველთასა და აღმადგინებელსა მკუდართასა, რაჲთამცა რომელნიმე დიდებად და რომელნიმე სირცხჳლად აღადგინნა, ღირსებისაებრ თითოეულისა საქმეთაჲსა?
რომაელთა მიმართ 9:21
20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,
რომაელთა მიმართ თავი 9