მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 9:23

22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
რომაელთა მიმართ თავი 9
23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად, და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ (9,22-23).:

თარგმანი: არა თუ ღმერთი იქმს ჭურთა რისხვისათა, არამედ მან ყოველნი ჭურად მშჳდობისა და სიწმიდისა დაჰბადნა, ხოლო თითოეულისა ნებაჲ, ვითარცა ენებოს, შესცვალებს კაცთა, და რომელიმე ჰყოფს თავსა თჳსსა ჭურ ოქროჲსა, და სხუაჲ — ჭურ ვეცხლისა, სხუაჲ — ჭურ ძელისა და კეცისა, სხუაჲ — ჭურ რისხვისა. ჭურ რისხვისა უკუე იყო ფარაო, ესე იგი არს, ვითარმედ —კაცი, რომელი ღმრთისა რისხვასა აღატყინებდა თჳსითა უკეთურებითა, რამეთუ მიიღო სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ და არა მოდრკა, არამედ თჳსსავე ბოროტებასა ზედა ეგო. ამისთჳს არა ოდენ "ჭურად რისხვისა" უწოდა, არამედ "განმზადებულიცა წარსაწყმედელად", ესე იგი არს, სრული და ღირსი წარწყმედად; და განმზადებული არა ღმრთისა მიერ, არამედ თავით თჳსით და ნებსით.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელ დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყევლელად; და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაჲსწარ განჰმზადნა სადიდებელად, რომელთაცა-ესე მიწოდა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა (9,22-24).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ სიტყუად ხოლო უკუეთუ უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ და უწყებად ძლიერებაჲ; ესე იგი არს, ჭურ რისხვის იყო ფარაო, ვითარცა კაცი აღმაგზებელი რისხვასა ღმრთისასა სიფიცხისა მიერ თჳსისა; რაჟამს მოუქცეველად უკურნებელ იყო მიმყოვრებულსა მას ზედა ღმრთისა სულგრძელებასა. ამისთჳსცა არა ხოლო ჭურ რისხვისა, არამედ განმზადებულცა წარსაწყმედელად უწოდს მას, რამეთუ თავით თჳსით იქმნებოდა ბოროტ. არამედ ღმერთი ეგრეთცა სულგრძელებით თავს-იდებდა ვითარცა მნებებელი სინანულად მოყვანებისა მისისაჲ. ხოლო იგი რაჲ მოუქცეველ იყო, მაშინღა იჴუმია შემუსრვაჲ მისი განსაკრძალებელად სხუათა, რაჲთა ტანჯვითა მისითა სხუანი უგონიერეს იქმნნენ. რომელსა პირველ დროებდა, რაჲთა აჩუენოს ძალი სულგრძელებისაჲ, ხოლო ამისსა შემდგომად ქმნა, რაჲთა აჩუენოს ძალი მართლმსაჯულობით მტანჯველობისაჲ, რამეთუ მის თანა რისხვაჲ არა თუ ვნებაჲ რაჲმე არს, აღგზებული დუღილითა გულისაჲთა, არამედ ძალსა მართლმსაჯულობით მტანჯველობისა მისისასა რისხვა სახელ-ედების ჩუეულებითა კაცობრივისა სიტყჳსაჲთა. აწ უკუე, ვითარ-იგი შემდგომად მრავლისა თავს-დებისა მოუქცეველად დაშთომილთა —ჭურ რისხვის,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის