მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 9:8

7. და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“.8. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.9. რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“.
რომაელთა მიმართ თავი 9
8. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა (9,8).:

თარგმანი: გამოსთარგმანებს ზემოსა მას სიტყუასა, თუ რაჲ არს, რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: "ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად". ესე იგი არს, ვითარმედ აღთქუმისაგანნი არიან ნათესავ აბრაჰამისა, ხოლო არა თქუა თუ "შვილ აბრაჰამის", არამედ "შვილ ღმრთისა", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ისაკცა არა იყო ყოვლითურთ ჴორციელი შვილი აბრაჰამისი. თუ არა ჴორციელად ჰურიანიცა შვილ აბრაჰამისა არიან; არამედ ჩუენ ვართ ჭეშმარიტნი შვილნი მისნი, რომელნი მორწმუნენი ვართ, ვითარცა იგი, და შვილ ღმრთისა — ნათლისღებისა მიერ. ხოლო ჰურიანი უცხო არიან შვილებისაგან ღმრთისა.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაიტელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი". ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად (9,6-8).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰგონებენ ვიეთნიმე, ვითარმედ დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არამედ არა დავრდომილ არს. ვინ ჰგონებენ? — არამედ ზემონი იგი მგმობარნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ: ჰურიათა აღუთქუა ღმერთმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის