მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 11

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის (12,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისათჳს, რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ: რომელი არა მდაბალ იყოს, არცა სიწმიდე აქუს.

პავლესი: ეცით ადგილი რისხვასა (12,19).

თარგმანი: რომელსა რისხვასა იტყჳს? — გარნა ღმრთისასა! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ბოროტი ვინმე გიყოს, ნუ უყოფ შენ ნაცვალსა, რამეთუ უკუეთუ შენ არა იძიო შური, ღმერთმან იძიოს შური, და ამისთჳს შეუნდობდით ყოველსავე, და ესე არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "ეცით ადგილი რისხვასა".