📋 სარჩევი
პავლესი: ნუ-უკუე განაგდო ღმერთმან ერი თჳსი? — ნუ იყოფინ! (11,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: აჰა ესერა ერთგზის ჰრწმენა ჰურიათა სამ-ათასთა, და ათმან ათასმან ?. აწ უკუეთუმცა განეშორა, ესენიმცა ვინაჲ ცხოვნებულ იყვნეს, რამეთუ არცა ერთიმცა შეეწყნარა, უკუეთუმცა განეშორა. და ვინაჲთგან რომელნიცა მოიქცენ, შეიწყნარებს, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნიცა წარწყმდეს, თჳსითა ნებითა წარწყმდეს.
პავლესი: რომელნი წინაჲსწარ იცნნა (11,2).
თარგმანი: ესე იგი არს: რომელთაჲ იცოდა, ვითარმედ მოქცევად არიან და სარწმუნოვებად მოსლვად.
პავლესი: აწ უკუე რასა-მე ეძიებს ისრაჱლი ამას, რომელსა ვერ მიემთხჳა? ხოლო რჩეულნი იგი მიემთხჳნეს (11,7).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმე: რომელნიცა ურწმუნო ექმნნეს ქრისტესა ჰურიანი, იგინი იტყჳან, ვითარმედ: რჩულსა აღვასრულებთ; არამედ რჩულსა გარდასრულ არიან და სცთებიან. და რაჲთა არავინ თქუას თუ — შეუძლებელ იყო მოქცევად ქრისტესა, — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა კეთილნი იყვნეს და რჩეულნი, იგინი მოიქცეს და მათ აღასრულეს ჭეშმარიტად რჩული.
პავლესი: და სხუანი დაბრმეს (11,7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ამპარტავანებისა და შურისაგან შეემთხჳა ესე.
მოციქულისაჲ: მისცა მათ სული მწუხარებისაჲ (11,8).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: იხილა მათი სიბოროტჱ და მოუდრეკელობაჲ, და მიუშუა წარწყმედად.
მოციქულისაჲ: მათი შეცოდებაჲ საცხორებელად მათდა (11,11).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ მოვიდა მათდა იესუ და არა შეიწყნარეს იგი ბევრეულთა მათ სასწაულთა ზედა, არამედ ჯუარს-აცუეს. მერმე მოიზიდნა წარმართნი ქრისტემან, რაჲთა მათი პატივი ამხილებდეს მათსა უგუნურებასა და ნუ-უკუე შეშურდეს და მოიქცენ.
პავლესი: უკუეთუ შეცოდებაჲ მათი — სიმდიდრჱ სოფლისაჲ, რავდენ უფროჲს — სავსებაჲ იგი მათი (11,12).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მათ განარისხეს და მან წარმართთა ესოდენნი კეთილნი მისცნა, უკუეთუმცა არა განერისხა, არამცა უფრო ექმნა-ა საქმე იგი? არა თუ თჳნიერ მის საქმისა ვერ ეძლო აღსრულებაჲ განგებულებისა თჳსისაჲ.
პავლესი: უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, შემდგომიცა... (11,16).
თარგმანი: დასაბამად და ძირად აბრაჰამსა იტყჳს და სხუათა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო რტოდ — მათგან გამოსრულთა მათ მორწმუნეთა.
პავლესი: უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს... (11,17).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ესევითართა მათ არარაი აქუს მათ თანა ზრებაჲ, რამეთუ უკუეთუ ძირი წმიდა არს და იგინი არაწმიდა არიან, შორს სადმე არიან ძირისა მისგან.
პავლესი: უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა... (11,22).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ღირსნი სახიერებისა და ქველისმოქმედებისა მისისანი ჰქმნნე საქმენი.
პავლესი: "უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოკუეთე" და შემდგომი ამისა (11,24).
თარგმანი: ესე სიტყუანი რაჟამს გესმნენ, ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ბუნებით და თჳნიერ ბუნებისა, — ნუ ჰგონებ, თუ შეურყეველთა ამათ კაცებისა ბუნებათა იტყჳს, არამედ გონებისა საქმეთა იტყჳს, რამეთუ კეთილნი და ბოროტნი საქმენი არა თუ ბუნებასა ზედა არიან, არამედ ნებასა და გონებასა. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჰურიანი ბუნებით მამათმთავართა და მართალთა რტონი იყვნეს და ვინაჲთგან უკეთურებაჲ შეიყუარეს და არა ჯერისაებრ ვლეს, განცჳვეს, შენ, რომელი-ეგე დაჩუეულ იყავ ურჩულოებასა და მოგაქცია ღმერთმან, უკუეთუ განარისხებდე მას და არა იქმოდი მცნებათა მისთა, არამცა მიიქეც-ა პირველთა მათვე საქმეთა შენთა?
პავლესი: ვიდრემდე სავსებაჲ წარმართთაჲ შემოჴდეს, და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხოვნდეს (11,25-26).
თარგმანი: იგი არს და ამას საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ უკუანაჲსკნელსა მას დღესა, რაჟამს ღმრთისმსახურნი და მორწმუნენი წარმართთაგანნი ცხოვნდენ, მაშინ ისრაჱლნიცა, ყოველნი რომელნი მორწმუნე ქრისტესა იქმნეს და ღირს არიან ისრაჱლ წოდებად იგინიცა, მათ თანა ცხოვნდენ და არა სრულიად წარწყმდეს ნათესავი ჰურიათაჲ, არამედ იგინი ოდენ, რომელნი ურწმუნოებასა შინა ქრისტესსა იყვნეს, მოკუდენ.
პავლესი: რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,27).
თარგმანი: არა რაჟამს წინადაიცჳთონ ანუ რაჟამს შაბათსა იმარხვიდენ, არამედ რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი, ესე იგი არს, რაჟამს ნათლისღებითა აიჴოცნენ ბრალნი მათნი.
პავლესი: ვითარცა-იგი თქუენ ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა და აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთცა აწ ესენი ურჩ იქმნნეს თქუენისა წყალობისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,30-31).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მაშინ თქუენ წარმართნი ურჩ იყვენით, მორჩილ იყვნეს მაშინ ჰურიანი, და კუალად, რაჟამს იგინი ურჩულო იქმნეს, თქუენ მორწმუნე იქმნენით. გარნა იგინიცა, უკუეთუმცა მოიქცეს ქრისტესა, ეგრეთვემცა წმიდა იყვნეს, ვითარ თქუენ, და მო-ცა-ქცევად არიან მრავალნი, და პოვონ წყალობაჲ.
პავლესი: რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოვლნი შეიწყალნეს (11,32).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ: "შეაყენნა"? ესე იგი არს, ვითარმედ ამხილა და გამოაჩინა, ვითარმედ ყოველნი ურჩებისა და ცოდვისა თანამდებ არიან, არამედ, არათუ ამისთჳს ამხილა, რაჲთა მასვე ზედა დაადგრენ, არამედ რაჲთა ყოველნი მოიქცენ და პოვონ წყალობაჲ ურთიერთას ბაძვითა.