მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 2

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: რამეთუ რომელთა-იგი რჩულოდცა რჩულსა შინა შესცოდეს, რჩულითაცა ისაჯნენ (2,12).

თარგმანი: რამეთუ რომელ იტყჳს თუ "ურჩულოდ წარწყმდენ," არა თუ ამას იტყჳს თუ უფიცხლესი საშჯელი მიიღონ, არამედ უფროჲსად უმოლხინესი, ესე იგი არს, ვითარმედ, რომელი-იგი უმეცარ იყოს რჩულსა და არასადა ასმიოდის იგი და ცოდოს, წარწყმდეს იგი ურჩულოდ, ესე იგი არს არღარა აქუს რჩული იგი დაწერილი მისდა დამსჯელ და შემასმენელ. არამედ ოდენ ბუნებისა მის რჩულისა გარდასლვისათჳს წარწყმდების, ხოლო ჰურიაჲ, რომელსა-იგი უსწავიეს რჩული და ასმიან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი, იგი რჩულითა დაისაჯოს. ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებისა თანა რჩულიცა შეასმენდეს და წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი, რამეთუ რაჲზომცა უფროჲსი სწავლაჲ და მოღუაწებაჲ მოიღოს კაცმან, რაჟამს გარდაჰჴდეს მათ, უძჳრესადცა დაისაჯოს.