📋 სარჩევი
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ
მოციქულისაჲ: რომელი გამოჩნდა ძედ ღმრთისა (1,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგან შობისა მისისა და ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და სულისა მის მიერ, რომლითა მოგუეცა სიწმიდე, (და) ადგომისა მიერ, რომლითა დაჴსნდა (მძ)ლავრებაჲ სიკუდილისაჲ. ამის ყოვლისა მიერ გამოჩნდა ჩუენ შორს, ესე იგი არს, (ვითარმედ): იცნობა, რამეთუ ძე ღმრთისა არს და მის მიერ ვიჩინეო მე მოციქულად, რამეთუ იტყჳს თავსა თჳსსა "ჩინებულად მოციქულად", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოიღო მოციქულებაჲ, არამედ ჩინებითა და წოდებითა ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა (1,7).
თარგმანი: ეჰა საკჳრველი ვითარი საქმე ქმნა სიყუარულმან ღმრთისამან ჩუენ თანა, რამეთუ რომელნი-ესე მტერ და შეურაცხ ვიყვენით, მეყსა შინა წმიდა და შვილ ღმრთისა ვიქმნენით, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მადლი თქუენდა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა", რამეთუ, რაჟამს მამაჲ თქუას, ძესა მოასწავებს, ხოლო რაჟამს ძეობაჲ მოგუეცეს მისი, ესე თავი არს ყოველთა კეთილთაჲ.
პავლესი: მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა (1,9).
თარგმანი: მრავალნი არიან მსახურებისა ღმრთისა სახენიო, რამეთუ, რომელი ლოცვასა და მარხვასა შექცეულ იყოს და რომელი წმიდათა წერილთა იწურთიდეს და რომელი უცხოთა ჰმსახურებდეს, ესე ყოველნი ღმერთსა ჰმსახურებენ, ხოლო მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მე ესე მაქუსო მსახურებაჲ, რაჲთა სახარებასა ძისა მისისასა ვქადაგებდე და ვმსახურებდე სულითა ჩემითა, ესე იგი არს თუ: მადლითა ამით მოცემულითა.
პავლესი: ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოველთა, რომელთა ჰრწამს იგი, ჰურიათა პირველად და მერმე წარმართთა (1,16).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჰურიათაცა და წარმართთაცა. თუ არა, არა თუ რომელ იტყჳს, ვითარმედ: ჰურიათაცა და წარმართთაცა. თუ არა, არა თუ რომელ იტყჳს, ვითარმედ "ჰურიათა პირველად", ამას მოასწავებს თუ ჰურიათა უმეტესი მადლი მიეცემის, რაჟამს ჰრწმენეს. ნუ იყოფინ! არამედ სიტყუად თქუა თუ "ჰურიასა ჭირველად", ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჰურიასაცა და წარმართსაცა.
პავლესი: რამეთუ სიმართლჱ ღმრთისა მას შინა გამოცხადნების (1,17).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საუკუნჱ ცხორებაჲ მის მიერ მოგუეცემის და სწავლაჲ ყოვლისა სიმართლისაჲ.
პავლესი: სარწმუნოებითი-სარწმუნოებად (1,17).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჰურიაჲ აჩრდილისა მის რჩულისა სარწმუნოვებისაგან მოვალს სარწმუნოვებად იესუ ქრისტჱსა, ხოლო წარმართი სარწმუნოვებისაგან, ბუნებითისა მის რჩულისა მოიცვალების სარწმუნოვებად იესუ ქრისტჱსა.
პავლესი: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მიმგებელ (1,20).
თარგმანი: რაჲსათჳს იყვნენ სიტყჳს-მიმგებელ? — ამისათჳს, რამეთუ მოეცა ღმრთისა მიერ სიბრძნე და შუენიერებაჲ დაბადებულთა. იხილეს და ამას ყოველსა ზედა სიბრძნისა მის მიერ არა იცნეს ღმერთი.
პავლესი: გარდაცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ (1,23).
თარგმანი: პირველი ბრალი მათი, რამეთუ ღმერთი არა იცნეს; მეორჱ, რამეთუ მიზეზნი აქუნდეს დიდნი და ცხადნი; მესამჱ, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ ბრძენნი ვართო; მეოთხჱ, რამეთუ არა თუ ღმერთი ოდენ არა პოვეს, არამედ მსახურებად ეშმაკთა იწყეს, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ "გარდაცვალეს", რაჲთა სცნა, ვითარმედ აქუნდა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და ნეფსით თჳსით დაუტევეს იგი, რამეთუ გარდაცვალებაჲ ესე არს, რომელ ერთისაგან მეორისა მივიდეს.
პავლესი: მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა (1,24).
თარგმანი: ამას ადგილსა სიტყუაჲ ესე თუ — "მისცნა" — ამას მოასწავებს, ვითარმედ "მიუშუნა", რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნეფსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან, რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა, და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, მიუშუა, რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა, მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად, ხოლო მათ არა ინებეს არა რომლისა საქმისაგან მოქცევაჲ, ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ და ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან, რაჲთა თჳთ პირსა ეცეს ბოროტი განზრახვაჲ მათი და ნუ-უკუე მაშინ მოიქცენ.
პავლესი: ცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ტყუვილად (1,25).
თარგმანი: ჭეშმარიტებად ღმრთისად იტყჳს აღსრულებასა ჭეშმარიტებისასა და ტყუვილად — მსახურებასა კერპთასა, რამეთუ ჯერ-იყო მათდა ჭეშმარიტისა ღმრთისა თაყუანისცემაჲ, არამედ მათ შეცვალეს ჭეშმარიტი იგი ტყუვილად კერპთმსახურებისა.