მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე მოციქულთათვის თავი 1

თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

ებისტოლჱ ეპ̃ტსი მოციქულთათჳს, თუ სადა ქადაგეს

ა̂. პეტრე პონტოს, გალატიას, კაბადუკიას და ბითჳნიას და ასიას და იტალიას ქადაგა სახარებაჲ და თავ-დაქცევით ჯუარს-ეცუა, და მუნ დაეფლა.

ბ̂. ანდრია სკჳთთა და თრაკთა უქადაგა და ჯუარს-ეცუა პატრას აქაჲაჲსსა და მუნ დაეფლა.

გ̂. იოვანე ასიას ქადაგა დომენტიანე მეფისა ზე. ექსორია-იქმნა პატმოს ჭალაკსა, სადაცა-იგი სახარებაჲ თჳსი აღწერა და გამოცხადებაჲ იხილა. და ტრაიანოზ მეფისა ზე მიიცვალა ეფესოს, რომლისა გუამი არღარა იპოვა.

დ̂. იაკობ, ძმაჲ მისი, ჰურიასტანს ქადაგებდა და ჰეროდეს მიერ მეოთხედმთავრისა მოიკლა მახჳლითა და მუნვე დაეფლა.

ე̂. ფილიპე ფრიგიას ქადაგა და იერაპოლეს შინა ჯუარს-ეცუა თავდაქცევით და მუნ დაეფლა.

ვ̂. ბართლომე ჰინდოთა უქადაგა, რომელთაცა მათეს სახარებაჲ მისცა და წარვიდა კერძოთა სომხითისა და ალანეთისათა და ჯუარს-ეცუა თავდაქცევით და დაეფლა ალვანოს შინა დიდისა სომხითისასა.

ზ̂. მათე სახარებაჲ თჳსი ებრეულად აღწერა, და მისცა იერუსალჱმს და თჳთ წარვიდა და შეისუენა იერეს შინა პართისასა.

ჱ̂. თომა უქადაგა ჰინდოთა, პართთა, მიდთა, სპარსთა, ირკანოთა, ვაკტრთა, მარგთა, და დაიგურიმა ქალაქსა ჰინდოეთისასა კალამინეს და მუნ დაეფლა.

თ̂. იაკობ ალფესი ქადაგებდა იერუსალჱმს და ჰურიათა მიერ მოიკლა და მუნ დაეფლა.

ი̂. იუდა იაკობისმან ედესელთა და მესოპოტამელთა უქადაგა და დაიძინა ბივრიტს და მუნ დაეფლა.

ი̂ა. სიმონ კანანელი შემდგომად იაკობ მართლისა იქმნა იერუსალჱმისა ებისკოპოს და მუნ მიიცვალა ას და ოცისა წლისაჲ.

ი̂ბ. მატათა ერთი იყი სამეოცდაგანი და დაიწერა ათერთმეტთა მოციქულთა თანა იუდაჲს წილ უკეთურისა, და ქადაგებადა იგი იერუსალჱმს და მუნ დაიძინა და დაეფლა.

ხოლო პავლე შემდგომად წელიწდისა ერთისა უფლისა ამაღლებითგან შევიდა მოციქულობასა და იწყო დამასკიაჲთ და აღვიდა იერუსალჱმად და მიერ — ტარსონს და მიერ —ანტიოქიას და კუალად მეორედ ანტიოქიას. და მუნ განიჩინა ბარნაბაჲს თანა მოციქულებად. და შთავიდა სელევკიას და მერმე კჳპრეს, სადაცა იწყო პავლე , და მერმე პერგეს და მერმე ანტიოქიას პისიდიისასა და მერმე იკონიას და მერმე ლუსტრას და დერბეს ლუკაონიისასა და მერმე პამფილიას და მერმე პერგეს და მერმე ატალიას და მერმე მესამედ ანტიოქიას ასურეთისასა, და მერმე მესამედ იერუსალჱმს წინადაცუეთისათჳს სიტყუად და მერმე მეოთხედ ანტიოქიას, და მერმე წარვლო ასურეთი და კილიკიაჲ, და მივიდა მეორედ დერბედ და ლუსტრად, სადა-იგი ტიმოთეს წინა-დასცჳთა, და მერმე ფრიგიას და ტელთა სოფელსა და მერმე ას, მერმე ტროადას და მერმე ნეაპოლის და მიერ — ფპეს მაკედონიისასა და მერმე წარვლეს ამ და აპოლონიაჲ, მივიდეს თესალონიკედ და მერმე ბერიას და მერმე ათინას და მერმე კორინთეს და მიერ — ეფესოს, და მერმე კესარიას და მერმე მეორედ ანტიოქიას პისიდიისასა და მერმე გალატეთს და ფრიგიას და კუალად მეორედ ეფესოს, და მერმე წარვლო მაკედონიაჲ და მივიდა ელადას და კუალად წარმოვლო მაკედონიაჲ და მოვიდა მეორედ ფილიპიას, და ფილიპიით ტროადას, სადა ევტჳხოს აღადგინა დაცემული და მერმე ასონს და მერმე ტჳლინეს და მერმე ქიონს და მერმე სამოსს და მიერ — მილიტონს, და მიერ მოუწოდა ეფესელთა და ეზრახა და წარვიდა კონს და მიერ — როდონს, და მიერ პატრას და მიერ — ტჳროსს, და მიერ — პტოლემაჲდას და მიერ — კესარიას, და მერმე მეოთხედ მივიდა იერუსალჱმს. და მიერ წარივლინა კესარიას და ესრეთ კრული ჰრომს წარემართა კესარიით და მივიდა სიდონს და მიერ — მირონს ლუკიისასა და მიერ — კნიდონს და მიერ მრავალი ჭირი შეემთხჳა ზღუასა შინა და მოვიდეს ჭალაკსა მას, სადა იქედნჱ შეეხო ჴელსა მისსა და ვერ ავნო, და მერმე მივიდა სჳრაკოსიას და მერმე რიგიონს, და მერმე პოს და მიერ ჴმელით აღვიდა ჰრომს და შევიდა ჰრომს და ასწავებდა მუნ მრავალ ჟამ და მერმე გამოვიდა მიერ საპყრობილით, და მიმოქადაგებდა გარემოჲს სოფლებს და უკუანაჲსკნელ ჰრომს შინა იწამა ნერონ კეისრისა მიერ. თავი მახჳლითა წარეკუეთა ოც და მეათექუსმეტესა წელსა ქრისტეს ღმრთისა ვნებითგან. დაყო ქადაგებასა შინა ოც და ათხუთმეტი წელი. კეთილი ღუაწლი აღასრულა ჰრომს შინა დღესა ხუთშაბათსა, თუესა ივნისსა ოც და ცხრასა.