მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიმონის მიმართ ეპისტოლე თავი 1

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი (1,1): თარგმანი: ფილიმონ კაცი იყო წმიდაჲ, მოწაფე პავლესი და ჰყვა მონაჲ სახელით ონისიმჱ. მან მოჰპარა რაჲმე და წარვიდა მისგან. ხოლო მივიდა ჰრომს და პოვა ნეტარი პავლჱ საპყრობილესა და შეეწყნარა მას და ნათელ-იღო მისგან და იქმნა მისდა ფრიად საჴმარ. და მისთჳს მიუწერა პავლე ფილიმონს ებისტოლჱ. ხოლო ესე ონისიმე იქმნა მეორედ კოსტანტინუპოლისა მთავარებისკოპოს. და უკუანაჲსკნელ იწამა ქრისტესთჳს ჰრომეს შინა.