მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 2

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: რომელნიმე ქადაგებენ სიყუარულით, რომელნიმე ჴდომით ქრისტესა მიმოდასდებენ (1,16-17).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ რომელნიმე სიწრფოებით ქრისტესა ქადაგებენ და რომელნიმე — შურითა ჩემითა, რაჲთამცა უმეტესად აღეტყინა რისხვაჲ მეფისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან პავლე შეპყრობილ იქმნა, მაშინ ურჩულონი ვინმე მიმოვიდოდეს და. ქრისტესა ქადაგებდეს და იტოდეს, ვითარმედ: პავლეს უსწავებიეს ჩუენდა; რაჲთამცა უმეტესად განრისხნა მისთჳს მეფე და ადრე მოკლა.