მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 3

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: არა ნატაცებად შეირაცხა თავი თჳსი სწორებად ღმრთისა (2,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, არა თუ მოტაცებით აქუნდა დიდებაჲ იგი, არამედ ბუნებითი იყო მისი და შეურყეველი, და არაოდეს შესაძლებელ იყო, თუმცა განეშორა მას, ვითარცა-იგი მოიტაცის რაჲმე ვინ და აქუნ იგი შიშით და ვერ დასდებნ ქუე, რამეთუ ეშინინ, ვითარმედ წარ-ვინმე-უღოს, ხოლო ღმერთსა დიდებაჲ თჳსი ბუნებით აქუს, და ამას იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ძემან ღმრთისამან არა შეიშინა გარდამოსლვად ზეცით, რამეთუ არა თუ ნატაცებად შეჰრაცხა ღმრთეებაჲ, არცა ეშინოდა თუ, ნუ-უკუე მიუღოს ვინმე ბუნებაჲ მისი და პატივი. ამისთჳს წარმოიცარიელა, ესე იგი არს — შემოვიდა ჴორცთა ამათ შინა და დაფარა დიდებაჲ იგი ღმრთეებისაჲ მათ მიერ და არა შეჰრაცხა თუ — ნუ-უკუე ამან სიმდამლემან ჩემსა დიდებასა მავნოს რაჲ.

პავლესი: ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ცისად იტყჳს უხილავთა მათ ძალთა, და ქუეყანისად იტყჳს ცხოველთა კაცთა, და ქუესკნელისად — მომკუდართა.

პავლესი: რაჲთა განვიგო თავი ჩემი მისგან (2,23).

თარგმანი: საპყრობილესა რობილესა შინა იყო და განტევებულ იქმნა და შემდგომად მათდა მისლვისა კუალად შეპყრობილ იქმნა. იტყჳს უკუე, ვითარმედ განვიგო თავი ჩემი; უკუეთუ განმიტეოს მძლავრმან, მოვიდე თქუენდა.