გალატელთა მიმართ ეპისტოლე
ესე ებისტოლჱ ჰრომით მიუწერა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ მეიწყნარეს გალატელთა ქადაგებაჲ მოციქულისაჲ კეთილად და ჰრწმენა ქრისტჱ, ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მოციქული, მივიდეს მათდა ვიეთნიმე და ეტყოდეს, ვითარმედ ჯერ-არს წინადაცუეთაჲ. და ესე რაჲ ცნა მოციქულმან, მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: პავლჱ მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).
თარგმანი: რომელნი-იგი ჰურიათაგანნი მოქცეულ იყვნეს ზუაობითა დამთრვალ იყვნეს და ენება, რაჲთამცა მოძღურებისა პატივი მიიღეს და მივიდეს გალატელთა თანა და ეტყოდეს, ვითარმედ: წინადაცუეთაჲ ჯერ-არს და შაბათთა და თჳს-თავთა დამარხვაჲ, და ნუ უსმენთ პავლეს, რამეთუ იგი აწღა გამოჩნდა და არა თუ ქრისტეს თანა დაუყოფია, არამედ მოციქულთა მოწაფე არს. ხოლო ჩუენ ესე გჳსწავიეს სხუათა მათ მოციქულთაგან, რომელნი იყვნეს ქრისტეს თანა, და სუეტნი სოფლისანი არიან. ესმა რაჲ მოციქულსა ესე განსაცდელი, რომელი მოიწია გალატელთა ზედა, ამისთჳს მათისა მის სიტყჳსა დასარღუეველად თქუა, ვითარმედ: "პავლჱ მოციქული, არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ", არამედ იესუჲს ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა.