თარგმანი გრიგოლ ღმრთისმეტყუელისაჲ: ესე სიტყუაჲ მწვალებელთა მიიღეს შემწედ უკეთურებისა მათისაჲ, ვითარმედ: აჰა მეოხ არს ვითარცა უდარესი უმაღლესისა მიმართ. არამედ სცთებით უგუნურებისაგან, ჵ უბადრუკნო, რამეთუ მეოხებაჲ ესე არა ვითარცა უმცირესისაჲ უდიდესისა მიმართ არს, ანუ თუ ღმრთეებისაჲ, არამედ მეოხ არს სახითა მით შუამდგომელობისაჲთა, ვითარცა-იგი სულიცა მეოხ არსო ჩუენთჳს, ეგრეთვე ქრისტე, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ — კაცი იესუ ქრისტე, რამეთუ ბუნებითა მით კაცობრივითა შუამდგომელ იქმნა, და ეგრეთვე ბუნებითა მით კაცობრივითა მეოხ არს აწცა, ვითარცა კაცი, ჩემისა ცხორებისათჳს კაცთმოყუარებით (რამეთუ აწცა ჴორცითა მითვე არს, რომელნი მიიხუნა), ვიდრემდის მე ღმერთ-მყოს ძალითა მით განკაცებისაჲთა; დაღაცათუ არა ჴორცითა იცნობების, სიტყჳსაებრ მოციქულისა. ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა განხრწნადითა და უძლურითა და ზრქელითა ჴორცითა არს, არამედ ჴორცითა წმიდითა და უხრწნელითა და გარეგანითა სალმობათაგან. და ესრეთ, ბუნებითა მით კაცობრივითა მეოხ არს ჩუენთჳს, ვითარცა-იგი ნუგეშინისმცემელი გუაქუს მამისა მიმართ, იესუ. არა თუ ვითარმცა ჩუენთჳს შეუვრდებოდა მამასა, ვითარცა უდარესი (განეშორე მდაბალსა ამას გულისსიტყუასა და უღირსსა მამისასა!), არამედ, ვითარცა-იგი ივნო ვითარცა კაცმან და გამოიცადა, ეგრეთვე ნუგეშინის-სცემს აწცა და სწყალობს უძლურებასა ჩუენსა და განგუამართლებს. ხოლო იხილე აქაცა, რამეთუ, რაჲთა არა უდარესობად მოიგონო მეოხებაჲ, ამისთჳს პირველად სწორებაჲ თქუა, ვითარმედ: "ზის მარჯუენით ღმრთისა"; და მერმეღა თქუა თუ "მეოხ არს", რაჲთა გამოაჩინოს ჩუენდა მომართ სიყუარული მისი.
მოციქულისაჲ: არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა საწუთრომან, არცა საუკუნემან (8,38).
თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ანგელოზნი ანუ ძალნი სიყუარულისაგან ქრისტესისა განაშორებდეს-მცა ვისმე, გარნა მჴურვალისა მის ღმრთისა მიმართ სიყვარულისა გამოჩინებაჲ ენება, და ამისთჳს ამათ სიტყუათა მოვიდა.
მოციქულისაჲ: არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან რამან-მე დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა მას ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (8,39).
თარგმანი: სიღრმედ ვჰგონებ თუ ჯოჯოხეთსა იტყჳს და სიმაღლედ — სასუფეველსა, ვითარმედ: ვერარაჲ დაბადებულთა ამათგანი, გინათუმცა ამათსა უაღრესნიმცა იყვნეს, შემძლებელ არიან განშორებად ჩემდა სიყუარულსა ღმრთისასა, რომელი ქრისტეს მიერ მომეცა.