პავლესი: უკუეთუ ვინ აღაშენებდეს საფუძველსა ამას ზედა (3,12).
თარგმანი: საფუძველი არს ქრიტეს სარწმუნოებაჲ, ხოლო აღაშენებენ კაცნი ამას ზედა; ვითარცა ოქროსა —რომელნი-იგი ღმრთისმეტყუელებენ მაღლითა გონებითა და საიდუმლოთა ღმრთისათა ქადაგებენ; ხოლო ვითარცა ვეცხლსა — სათნოებათა კეთილთა; და ქვათა პატიოსანთა — კეთილთა გულისსიტყუათა; და შეშასა —სიყუარულსა ხილულთა ამათ, ამის სოფლისა საქმეთასა; ხოლო თივასა — რომელი პირუტყუებრ უგულისჴმო იყოს; და ლელწამსა — რომელი ხრწნილებასა იქმოდის; და მოქმედთა კეთილისათა დღე იგი საცნაურ-ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა, ესე იგი არს სულითა წმიდითა გამოჩნდენ, ვითარმედ მის მიერ ქმნულ არიან, ხოლო ცოდვილთა საქმენი დაიწვიან.
მოციქულისა: რომლისა საქმე დაიწუეს, იგი იზღჳოს; ხოლო იგი ცხოველ იყოს, და ესრეთ ცხოველ იყოს, ვითარცა ცეცხლსა შინა (3,15).
თარგმანი: რამეთუ მას საუკუნესა ცოდვილთა საქმენი დაიწუვიან და წარჴდებიან, ხოლო იგი იზღჳოს ცოდვილი, რამეთუ, ჟამი იგი, რომელიცა მიეცა ღმერთსა კეთილისათჳს, მან ბოროტად წარაგო, და დაიწუნენ საქმენი იგი ბოროტნი, და ბუნებამან მიიხუნეს თჳსნი ძალნი მრთელად ცეცხლითა მით სასჯელისათა, არამედ თჳთ ცოდვათა მოქმედი იგი კაცი არა განილიოს ცეცხლისა მისგან, ვითარ-იგი საქმენი მისნი, არამო საქმენი განქარდენ ცეცხლითა მით, ხოლო თჳთ ეგოს ცეცხლსა მას შინა ცოცხლად, მარადის იტანჯებოდის და არა იყის დასასრული.