მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

მოციქულისა: მიცემად ესევითარი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცთა (5,5).

თარგმანი: ვითარცა იობს ზედა იქმნა, არამედ არა ამისვე პირისათჳს, არამედ გჳრგჳნთათჳს ბრწყინვალეთა, ხოლო აქა — ცოდვათა დაჴსნისათჳს, რაჲთა ტანჯოს იგი წყლულებითა ბოროტითა, ანუ სხჳთა სენითა. ამისთჳს მისცა ეშმაკსა, რაჲთა ჴორცნი იტანჯნენ, არამედ გულისთქუმაჲ იგი წარჴდეს და სული ცხოვნდეს და თანაზიარ იქმნნენ ჴორცნიცა ცხორებასა მას სულისასა.

პავლესი: რაჲ არს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ? (5,12).

თარგმანი: გარეშედ ურწმუნოთა იტყჳს და შინაგანად — მორწმუნეთა.