პავლესი: განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ (10,13).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან იგინი იქადდეს, ვითარმედ ვიდევნენითო და ღუაწლი დავითმინეთ ფრიადი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა შემთხუეულ არს თქუენდა მძიმე განსაცდელი, გარნა სუბუქი და უნდოჲ, რამეთუ კაცობრივად მცირესა იტყჳს.