პავლესი: ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაჲსწარმეტყუელებდეს თავ-უბურველად (11,5).
თარგმანი: რამეთუ მაშინ დედანიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს და დადგიან თავ-უბურველად და თმა-მოკუეცილად და ესრეთ ილოცვიდიან და წინაჲსწარმეტყუელებდიან, ხოლო მამანი მოიზრდიდეს თმათთა და დაიბურვიდეს, ვითარცა აქუნდა საფილაფოზოთა შინა ჩუეულობაჲ. და იყო ორივე ესე საქმე წარმართული და ამისთჳს აყენებს მოციქული.
პავლესი: მამაკაცისაჲ არა ჯერ-არს დაბურვაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ არს ღმრთისა (11,7).
თარგმანი: რამეთუ, რომელსა აქუნდეს თავსა შორის თჳსსა სული წმიდაჲ, მის თანა ზიარებითა მით შეცვალებული ხატ და დიდება ღმრთისა ეწოდების.