📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ. და მოიყვანა მან იესუჲსა“ (1,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთმან დაჰბადა რაჲ დასაბამსა კაცი, არა უტევა იგი მარტოდ, არამედ მისცა მას შემწედ დედაკაცი, რამეთუ იცოდა, ვი-თარმედ ფრიადი სარგებელი იქმნებოდა ერთობისა მისგან. დაღაცათუ ქველისმოქმედებაჲ იგი დედაკაცმან მან ბოროტად იჴმარა, არამედ უკუეთუ ბუნებაჲ ვინ გულისხმა-ყოს კეთილად, ფრიადი სარგებელი პოვოს ერთობისა მისგან. და არა ცოლსა ზედა და ქმარსა ოდენ პოვოს ესე სარგებელი, არამედ ძმანიცა თუ ვინ იყვნენ, ეგრეთვე არს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათაჲ ერთად?“1
ამისთჳსცა ქალაქები და დაბნები აღეშენა, რაჲთა ერთბამად ვიყოფოდით არა ჴორციელად ოდენ, არამედ წესითაცა და საკრველითა სიყუარულისაჲთა, რამეთუ ვინაჲთგან უძლურ ვართ და თჳთოეული თავსა თჳსსა ვერ აცხოვნებს, ამისთჳს განაგო ღმერთმან, რაჲთა ერთიერთსა შევეწეოდით და ნაკლულევანებასა ერთმანერთისასა აღვასრულებდეთ. მენება, რაჲთამცა განვაგრძვე სიტყუაჲ ამის პირისაჲ, რაჲთამცა გამოვაჩინე, თუ რაოდენსა ზედა სარგებელ არს ჩუენდა ერთობაჲ, არამედ სხუასა სიტყუასა თქუმად ვისწრაფი, რომლისათჳსცა ესე ყოველი ვთქუ. რამეთუ ანდრია დადგა რაჲ მას ღამესა ქრისტეს თანა და ისწავა, რაჲ-იგი ისწავა, არა დამალა შორის თავსა თჳსსა საუნჯჱ იგი, არამედ მირბიოდა და მისცა ძმასაცა თჳსსა კეთილთა მათგან, რომელნი თჳთ მიეხუნეს, და ჰრქუა მას: „ვპოვე მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ“. ჰხედავა, თუ ვითარი სწავლაჲ ისწავა ერთსა ღამესა, რომელ იცნა ჭეშმარიტად ქრისტჱ? გამოაჩინა აწ აქა სიბრძნეცა იგი მიუწდომელი მოძღურისაჲ, რომელმან ესრეთ დაარწმუნა ჭეშმარიტებაჲ, და გამოაჩინა თჳსიცა გულსმოდგინებაჲ, და ვითარმედ პირველითგან ამას ზრუნვიდეს და ამას მოელოდეს, რამეთუ ესე სიტყუაჲ სულისაჲ არს, რომელი მოელინ მოსლვასა მას მისსა ადრითგან, და იხილის რაჲ იგი, იხარებნ, რამეთუ აღესრულა მოლოდებაჲ მისი, და ახარებნ სხუათაცა. ესე არს განგებაჲ ძმათა კეთილთაჲ, ესე არს სიყუარული თჳსებისაჲ, ესე არს სულისა სიკე-თე, რაჟამს ისწრაფდეს სხჳსაცა სარგებელისათჳს.
იხილე პირველითგან კეთილი იგი და მორჩილი პეტრეს გონებაჲ, რამეთუ მეყსეულად ჰრწმენა და მივიდა იესუჲსა, და მოიყვანა იგი ძმამან
1 ფსალმ. 132,1.
მისმან უფლისა, რაჲთა მან ყოველივე კეთილი ასწაოს მას და ასუას წყაროჲსა მისგან უკუდავებისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძჱ იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდჱ“ (1,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იწყებს აქა გამოჩინებად საქმეთა მათ ღმრთეებისათა და გამოცხადებად მისა მცირედ-მცირედ წინაჲსწარმეტყუელებით; ეგრეთვე ნათანაელს ზედა ქმნა და კუალად დედაკაცსა მას ზედა სამარიტელსა, რამეთუ არა უდარჱს სასწაულთა განაკჳრვებენ კაცთა წინაჲსწარმეტყუელებანიცა; რამეთუ სასწაულნი მრავალგზის ურწმუნო-ყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ბელზებულითა განასხამს ეშმაკთა“,1 ხოლო წინაჲსწარმეტყუელებისათჳს არარაჲ სადა თქუმულ არს ესევითარი. პეტრეს და ნათანაელს ზედა უკუე აჩუენა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ხოლო ანდრიას და ფილიპეს ზედა არა, რამეთუ ანდრიას და მისთანასა მას აქუნდა სიმტკიცე იოვანეს წამებისაგან, და ფილიპეს კუალად ჰრწმენა, ჰხედვიდა რაჲ, მუნ მდგომარეთა ვითარ ჰრწმენა, არამედ პეტრეს უწინაჲსწარმეტყუელა და ჰრქუა: „შენ ხარ სიმონ იონაჲსი“. საცნაურისა მისგან უცნაური იგი სარწმუნო-უყო მას, რაჲთა ცნას, ვითარმედ რომელმან სახელი მამისაჲ ცნა, არამცა ყოფადიცა იგი იცოდაა? ესრეთ უკუე მარადის წინაჲსწარმეტყუელებათა მიერ იდიდების ღმერთი, რამეთუ ესე საქმჱ მარადის ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ ვერ ძალ-უც ეშმაკთა ბაძვად; დაღაცათუ ფრიად ისწრაფდენ სასწაულთათჳს, ნუუკუედა იქმოდიან უცნებითა, ხოლო წინაჲსწარცნობასა ყოლად ვერ შემძლებელ არიან, და უკუეთუ სადა ქმნან, იჭჳთ და შეტყუვილით იქმან, ხოლო ჭეშმარიტებაჲ არარაჲ იციან. ხოლო პეტრე არარაჲ მიუგო უფალსა, რამეთუ ჯერეთ არა იცნობდა მას კეთილად; რამეთუ ქრისტემანცა არა ჰრქუა ჯერეთ, თუ: „მე გიწოდო კლდედ. ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“, არამედ: „შენ გეწოდოს კეფაო“, რამეთუ ჯერეთ სიმდაბლით ეტყოდა და დიდსა მას ჴელმწიფებასა თჳსსა არა გამოაჩინებდა. ხოლო რაჟამს კეთილად ასწავა ღმრთეებისა თჳსისა ძალი, მაშინ ჴელმწიფებით ეტყოდა: „შენ გეწოდოს კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“.2 და სიმონს უკუე პეტრე უწოდა, რომელ არს კლდე, ხოლო ძეთა ზებედესთა - ძედ ქუხილისა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ძუელსა შჯულსა შინა უწოდა სახელები: და აბრაამს უწოდა აბრაჰამ და იაკობს - ისრაჱლ; და მრავალთა შობითგან უწოდა სახელები, ვითარ ისაკს და სამსონს და იოვანეს, და მრავალთა შემდგომად მშობელთა მიერ წამებისა, ვითარცა თავადსა ენება. და თჳთოსახე იყო მაშინ სახელები, ხოლო აწ ჩუენ ერთი გუაქუს ყოველთა სახელი, უზეშთაესი ყოვლისაჲ,
1 შდრ. მათ.12,24; მარკ. 3,22; ლუკ. 11,15. 2 მათ. 16,18.
რამეთუ ქრისტეანე გუეწოდების და შვილ ღმრთისა და მეგობარ უფლისა და გუამ ქრისტესა, რამეთუ კმა არს ესე სახელი უფროჲს მათ ყოველთა განფრთხობად ჩუენდა და მოგებად სათნოებათა.
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად
ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“.1 გულისხმა-ვყოთ სახელისა ამის სიმაღლჱ, რამეთუ უკუეთუ ვისმე მეფისად ანუ ერისთვისად ეწოდებოდის, დიდად აქუს პატივად, რომელ მისად ეწოდების. მაშა ჩუენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოზისა და მთავარანგელოზისა ანუ ქერობინისა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა ღმრთისაჲ, არა დავდვათა სული ჩუენი სიკუდილად, რაჲთა არა შეურაცხად გამოჩნდეს ჩუენი იგი სახელი? არა ჰხედავა, მჴედართა მათ, გარემოჲს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს? ხოლო ჩუენ ღირსქმნულ ვართ მახლობელ ქრისტესა ყოფად, არა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?
ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“.2 და ჯერიყო ჩუენდაცა ესრეთ ყოფად, არამედ რაჲთა ესე დაუტევო თქუენისა უძლურებისათჳს და ვითხოვო თქუენგან სუბუქი საქმჱ, რაჲთა არა ესრეთ ფრიად მოყუარე იყვნეთ საფასეთა, და ვითარცა მე უძლურებისა თქუენისათჳს სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქუენგან, ეგრეთვე თქუენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა და ნუ მონა მონაგებ-თა თქუენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იქმნენით; რამეთუ საჴმარ ამისთჳს ეწოდების საფასეთა, რაჲთა ვიჴმარებდეთ, რამეთუ დამარხვაჲ მონისაჲ არს, ხოლო ჴმარებაჲ - უფლისაჲ.
არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს საფასენი, რაჲთა დავჰფლათ ქუეყანასა შინა, არამედ რაჲთა განუყოთ, რომელთა-იგი უჴმდეს. და უკუეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსაჲ, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქუეყანისათა; ხოლო მოგუცა იგი,
1 გალ. 3,29; 1 კორ. 3,23; შდრ. რომ. 1,6. 2 მათ. 8,20; ლუკ. 9,58.
რაჲთა ურთიერთას მივსცემდეთ. უკუეთუ კულა ვჰმარხვიდეთ მას, არ-ღარა უფალ მისა ვართ, არამედ მონა. და უკუეთუ ამისთჳს ჰმარხავ, რაჲთა განმრავლდეს, იხილე, რამეთუ ვაჭარნიცა განაბნევენ ოქროსა, რაჲთა უმეტესი შემოიკრიბონ, და ნავად შევლენ და შორთა ქუეყანათა წარვლენ, რაჲთა განაბნიონ ოქროჲ მათი და უმეტესად შეიძინონ; და მუ-შაკნი განაბნევენ იფქლსა მიწასა შინა, რაჲთა მრავალწილად მოიღონ, და შურებიან მას ზედა მრავალ ჟამ. ხოლო შენდა არცა ნავი საჴმარ არს, რაჲთა უცხოთა ქუეყანათა წარხჳდე, არცა შეუღლებაჲ ჴართაჲ მოჴნვად ქუეყანისა, არცა ზრუნვაჲ წჳმისათჳს, ანუ შიში სეტყჳსაჲ, გინა აღ-ძრვაჲ ზღჳსაჲ, ანუ შიში კლდეთაგან ზღჳსათა; არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უჴმს, - რაჲთა განაბნიო საფასე, - და სხუაჲ ყოველივე მან მუშაკმან ქმნას, რომლისათჳს იტყჳს ქრისტჱ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მუშაკი არს“.1 ვითარ უკუე არა ბოროტ არს, უკუეთუ ესე სადა უშრომელად მოგუეცემის, ყოველნივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა-იგი ფრიადი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ და უცნაურ არს, თუ იქმნასა, თუ არა, და მუნ ყოველსავე მოსწრაფებასა ვაჩუენებთ? ნუ, გევედრები, ნუ ვართ ესრეთ უდებ ჩუენისა ცხორებისათჳს, არამედ სადა-ესე შრომაჲ არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რაჲთა საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 იოან. 15,1.