მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1

იესო ქრისტეს ნათლისღება

(მთ 3:13-17; მკ 1:9-11; ლკ 3:21-22)

სახარებაჲ იოვანესი 1 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).

სასწავლოდ ახლად მოსრულთა ყრმათა მოძღუარნი არცა მეყსა შინა ფრიადსა სწავლასა მიუთხრობენ, არცა დასდებენ მათ ზედა მძიმეთა ტჳრთთა სწავლისათა, არამედ მცირედ-მცირედ ასწავლიან მათ და ერთსა სიტყუასა მრავალგზის უთხრობენ, რაჲთა ესრეთ კეთილად შევიდენ სწავლანი იგი გონებად მათა, და რაჲთა არა შეშინდენ პირველვე დაწყებასა ფრიადთა მათ სწავლათაგან და იწყონ უდბებად. ხოლო მეცა ამისვე სახისათჳს...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: განკრძალულად სმენისათჳს არღარად საჴმარ არს თქუმად, რამეთუ თქუენ სწავლაჲ ჩემი საქმით აღასრულეთ, რომელნიეგე ესრეთ მოსწრაფე იქმნენით შემოკრებად და სმენად სიტყუათა ჩემთა, ვიდრეღა შეაიწრეთ ერთმანერთი შემოკრებად აქა და სმენად კეთილად და არა განეშორენით, ვიდრემდის აღასრულეთ სულიერი იგი კრებაჲ.

და ესე ყოველი სახჱ არს სიმჴურვალისაჲ მის, რომელი აქუს სულთა თქუენთა, არამედ ამისთჳს გევედრები, რაჲთა ეგნეთ მაგასვე მოსწრაფებასა ზედა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).

უკუეთუმცა იოვანეს ეგულებოდა ჩუენდა მომართ სიტყუად და თჳსთა თქუმულთა თხრობად, ჩუენდა კეთილ იყო, რაჲთამცა ნათესავიცა მისი და აღზრდილობაჲ და მამული ვთქუთ. ვინაჲთგან უკუე არა იგი, არამედ ღმერთი მისითა პირითა იტყჳს ბუნებასა კაცთასა, აწ არა საჴმარ არს თქუმად ამისთჳს, და უფროჲსად ესრეთცა არავე უჴმარ არს, არამედ ფრიადცა საჴმარ. რამეთუ რაჟამს სცნა, თუ ვინ იყო და ვინაჲ, ანუ ვი-თარი, და მერმე გესმეს ჴმაჲ მისი და იხილო ესევითარი იგი სიბრძნე, მა-შინ...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“;1 და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“,2 და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, რომლისა სახელი იოვანე“ (1,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა დაწყებასა სიტყჳსასა სიტყჳსათჳს ღმრთისა მოკლედ და ძლიერად და აწ შემდგომითი შემდგომად მოვიდა ქადაგსაცა თანა სიტყჳსასა, თანამოსახელესა თჳსსა იოვანეს. ხოლო შენ გესმეს რაჲ, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ნუსადა კაცობრივსა გულისხმაჰყოფ მის მიერ თქუმულთაგანსა, რამეთუ არარას იტყჳს თჳსსა, არამედ ყოველსავე მომავლინებელისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს დამაყენებელ, რაჲთა დღესცა მათვე სიტყუათა ჴელ-ვყოთ გამოძიებად, ვინაჲთგან პირველ ვერ უძლეთ ყოველთა მათ სიტყუათა ზედამიწევნად. სადა არიან უკუე, რომელნი იტყჳან მისთჳს, ვითარმედ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? რამეთუ აქა წოდებულ არს „ნათლად ჭეშმარიტად“, ხოლო სხუასა ადგილსა თჳთ „ჭეშმარიტებაცა“ ეწოდების მას და თჳთ „ცხორება“;1 გარნა იგი სიტყუაჲ, რაჟამს თჳსსა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამისთჳს, ჵ სასურველნო შვილნო, მცირედმცირედ დაგიგებთ თქუენ საშუებელსა მას წმიდათა წერილთასა და არა ყოველსავე ერთბამად გეტყჳთ, რაჲთა კეთილად და ადვილად შეუძლოთ თქუმულთა მათ დამარხვად. რამეთუ რომელი-იგი კედელსა აღაშენებნ, და ვიდრე ერთი ქვაჲ არა დაამტკიცის, სხუაჲ დადვის თუ მის ზედა, იგი უჴმარსა კედელსა აღაშჱნებს, ხოლო რომელი პირველ დადებულთა მათ ქვათა დაამაგრებდეს და...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთი კაცთმოყუარე არს და ქველისმოქმედ, საყუარელო, და ყოველსავე ღონესა ეძიებს, რაჲთამცა სათნოებითა შემკულ ვიყვენით ჩუენ, და ამისთჳს იძულებით და უნებლიაჲთ არავის მოიყვანებს სათნოებად, არამედ კეთილის-ყოფითა და ნებსით მოიზიდავს მისა მიმართ. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა იგი, რომელთამე შეიწყნარეს იგი და რომელთამე - არა, რამეთუ არცა ერთისაჲ ჰნებავს, რაჲთამცა უნებლიაჲთ დაიმონა, არამედ ნებსითთა ეძიებს, რომელნი...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ პირველნი იგი სიტყუანი გაჴსოვდენ, გულსმოდგინებით აღვაშენოთ ნაკლულევანიცა იგი, ვითარცა წარმართებულნი და განმარჯუებულნი, რამეთუ უკუეთუ პირველთქუმულნი იგი გაჴსოვდენ, თქუენცა კეთილად ისწაოთ ყოველივე და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შემამთხჳოთ, რამეთუ რომელი პირველსწავლულსა წარსწყმედდეს, მას მარადის ეჴმარების მასწავლელი და ვეროდეს იქმნას სწავლულ. ხოლო რომელი სწავლულსა დაიმარხვიდეს და ესრეთ სიტყუასა...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11). თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსად ამას ადგილსა ჰურიათა იტყჳს, ვითარცა ერსა რჩეულსა, და კუალად ყოველთაცა კაცთა იტყჳს, ვითარცა მის მიერ დაბადებულთა. და ვითარცა ზემო განკჳრვებით იტყოდა, ვითარმედ: სოფელი იგი რომელი მის მიერ იქმნა, ვერ იცნა მან დამბადებელი, ეგრეთვე აქა ჰურიათაცა და სხუათა მათ მრავალთა უგულისხმოებასა ზედა იტყოდა განკჳრვებული, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“. და არა ესე ოდენ, არამედ ყოველთაცა წინაჲსწარმეტყუელთა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთესლთანი განჰკრთეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“;<sup>2</sup> და კუალად: „რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“.<sup>3</sup> ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (1,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე მძიმედ აღგიჩნდა პირველი სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ გაყუედრეთ უდბებისათჳს? არამედ უკუეთუმცა ჩუენისა თავისათჳს რასმე დაგიმძიმებდი, სიტყუაჲმცა გაქუნდა. ვინაჲთგან უკუე თქუენისა უმჯობესისათჳს ვიქმ ყოველსავე, რაჲსათჳს იყოს დამძიმებაჲ? და არა უფროჲსად მმადლობდეთ სიყუარულისა მისთჳს, რომელი მაქუს თქუენდა მიმართ? რამეთუ მეშინის, ნუუკუე მე ვშურებოდი და...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა ვითხოვ თქუენ ყოველთაგან, ვიდრეღა არა მიწყიეს სიტყუათა ამათ სახარებისათა, და ნუ ურჩ მექმნებით თხოვასა ამას, რამეთუ არცა მძიმესა რასმე ვითხოვ, არცა ჩემისა თავისა სარგებელად, არამედ თქუენთჳს. რამეთუ ესე არს თხოვაჲ ჩემი, რაჲთა ყოველთა შაბათთა, რომელთა წარგიკითხავ და გამოგითარგმანებ სახარებისა სიტყუათა, წინადღით აღიღებდეთ და აღმოიკითხვიდეთ თჳსაგან თითოეული და გამოეძიებდეთ ძალსა მათ...

თავი იგ

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ამაოდ ვშურებითა, ნუუკუე ქვათა ზედა ვსთესავთა, ანუ გზასა ზედა, ანუ ეკალთა შინა? რამეთუ მეშინის ფრიად, ნუუკუე უჴმარ იქმნეს და უნაყოფო მუშაკობაჲ ჩუენი. და ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მე რაჲ მევნების უნაყოფოებისა მისგან, არამედ თქუენისა სიყუარულისათჳს, რამეთუ არა ესრეთ არს ჩუენი სამუშაკოჲ,...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (1,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ვიტყოდეთ, ვითარმედ იოვანეს ენება დაჴსნად ძიებაჲ მათი, რომელთა ეგულებოდა ძიებად, თუ ვითარ, რომელ უფალი უკუანაჲს მოვიდა ქადაგებად, და უპირატეს და უბრწყინვალეს მისა იქმნა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“,1 და ერთი ესე არს მიზეზი, ხოლო თქუა მეორეცა მიზეზი, რომელსა აწ ესე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).

სახელთა და სიტყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“.1 და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა,...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი სიქადული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ კაცთაჲ უდები არს და მოსწრაფე წარწყმედისა მიმართ; არა თუ თჳთ ესრეთ დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, არამედ სიბოროტისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ფრიადი უჴმს სწავლაჲ; რამეთუ ქუეყანამან ერთგზის რაჲ მიიღის თესლი, მეყსეულად გამოიღის ნაყოფი, და არა უჴმნ მეორედ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ. და მოიყვანა მან იესუჲსა“ (1,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთმან დაჰბადა რაჲ დასაბამსა კაცი, არა უტევა იგი მარტოდ, არამედ მისცა მას შემწედ დედაკაცი, რამეთუ იცოდა, ვი-თარმედ ფრიადი სარგებელი იქმნებოდა ერთობისა მისგან. დაღაცათუ ქველისმოქმედებაჲ იგი დედაკაცმან მან ბოროტად იჴმარა, არამედ უკუეთუ ბუნებაჲ ვინ გულისხმა-ყოს კეთილად, ფრიადი სარგებელი პოვოს ერთობისა მისგან. და არა ცოლსა ზედა...