მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავების მიმოხილვა - ჰრომაელთა ებისტოლისაჲ

წყაროს მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

თავნი ჰრომაელთა ებისტოლისანი (რომელთა შინა არიან განყოფილებანიცა რომელთამე თავთანი, რომელთა ზედა არს სასწაული ესე * რომელსა ეწოდების ასტერისკოჲ; რამეთუ რაჟამს ერთისა რაჲსამე პირისათჳს იტყჳნ და მას შინა სხუაჲ პირი შემოვიდის, იგი აღნიშული არს ასტერისკოჲთა და კიდე აღირიცხუვის, და დიდნი თავნი კიდე აღირიცხუვიან)

ა̂. სწავლაჲ სახარებისაჲ მადლისათჳს და სასოებისა და მოქალაქობისა სულიერისა და სასჯელისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი არა იცვენ ბუნებითსა რჩულსა.

ბ̂. სასჯელისათჳს ჰურიათაჲსა, რომელნი არა დაიცვენ რჩულსა, არცა გულისჴმა-ჰყოფენ მას.

გ̂. უმეტესობისათჳს ისრაჱლისა, რომელმან გულისჴმა-ყოს რჩული და მოიქცეს ქრისტეს მიმართ.

დ̂. მადლისა მისთჳს, რომლითა განმართლდებიან კაცნი, არა თუ აღთქუმით, არამედ სწორად, ნიჭითა ღმრთისაჲთა.

ე̂. სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა.

ვ̂. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴხსნა იგი.

ზ̂. საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა.

ჱ̂. ცხორებისა მისთჳს მადლითა შემკულისა.

თ̂. დაშჯისა მისთჳს, რომელსა იქმს რჩული ცოდვისათჳს.

ი̂. ვნებათათჳს, კაცთა ბუნებასა შინა შემოსრულთა.

ი̂ა. აღძრცუვისათჳს ბუნებასა შინა შემოსრულთა ვნებათაჲსა, შეერთებითა მით სულისაჲთა.

ი̂ბ. დიდებისა მისთჳს, დამარხულისა წმიდათათჳს.

ი̂გ. სიყუარულისა მისთჳს, რომელი თანა-გუაც ქრისტეს მიმართ.

ი̂დ. დაცემისათჳს განვრდომილისა მის ისრაჱლისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა მის ისრაჱლისა (რომელ არს — ქრისტიანეთა).

ი̂ე. რამეთუ ურწმუნოებითა იქმნა დაცემაჲ მათი უგულისჴმოებისა მის მათისაგან.

ი̂ვ. პირისა მისთჳს, რომლითა განცჳვეს, რაჲთა კუალად მოიქცენ შურითა პატივცემულთა მათ წარმართთა.

ი̂ზ. სწავლაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა და კაცთა წინაშე კეთილისა ქმნისათჳს.

  • (ՙა̂) რომელსა შინა შემოვიდა პირი ურთიერთას სიყუარულისაჲ.

  • (ՙბ̂) ღმრთისმსახურებისათჳს.

  • (ՙგ̂) მტერთა მიმართ ძჳრუჴსენებლობისათჳს.

  • (ՙდ̂) მთავართა მორჩილებისათჳს.

  • (ՙე̂) სიწმიდისა და სიმშჳდისათჳს.

  • (ՙვ̂) ჭამადთა და უშფოთველობისათჳს.

ი̂ჱ. მიმსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა.

ი̂თ. მსახურებისა მისისათჳს სახარებასა შინა.

კ̂. კითხვაჲ ყოველთა მეცნიერთა მისთაჲ.