პირი ჰრომაელთა ებისტოლისაჲ, თუ რომლისა მიზეზისათჳს მიუწერა მათ ესე ებისტოლე
მიუწერა კორინთით, ჰრომს მყოფთა მორწმუნეთა — წარმართთაგანთა და ჰურიათაგანთა — რაჟამს არღა ეხილნეს იგინი, არამედ ასმიოდა მათთჳს და სუროდა ხილვაჲ მათი; და პირველად აქებს სარწმუნოებასა მათსა, რამეთუ ხედვიდა მას ყოველგან განთქუმულსა; და მერმე ეტყჳს, ვითარმედ — "მრავალ გზის ვინებე თქუენდა მოსლვად და ვერ უძლე"; და მერმე ასწავლის და უთხრობს წოდებისათჳს წარმართთაჲსა, და ვითარმედ წინადაცუეთაჲ ვიდრე ჟამ რავდენმე იყო და აწ დასცხრა; და ვითარმედ ქრისტეს მიერ დაცხრომილ არს ცოდვაჲ ადამისი, და რჩულისა აჩრდილი წარსრულ არს; და გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა თანა არს რჩული ბუნებითი; და დიდად წინა-აღუდგების მათ, რომელნი იტყოდეს თუ —"ჯერ-არს წინადაცუეთაჲ"; და ამხილებს წარმართთაცა უღმრთოებასა და ქრისტეს მომართ მოუწოდს ყოველთა; და ჰყოფს სწავლასა კეთილთა საქმეთათჳს და ესრეთ აღასრულებს ებისტოლესა.