მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე პირველი

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ და სახე ძალისა და მიზეზისა წმიდისა იოვანე მახარებელისა პირველისა კათოლიკისაჲ

ხოლო იოვანე მახარებელი, რომელმან-იგი სახარებაჲ აღწერა, მანვე წარსცა ესე ებისტოლე მორწმუნეთა მიმართ უფლისათა მოსაჴსენებელად, და ვითარცა-იგი დაწყებასა სახარებისასა, ეგრეთვე აქა ღმრთისმეტყუელებს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და აუწყებს, ვითარმედ მარადის არს იგი ღმრთისა თანა, და ასწავებს, ვითარმედ მამაჲ ნათელ არს, რაჲთა ესრეთ ვცნათ სიტყჳსათჳს, ვითარმედ არს იგი ბრწყინვალებაჲ მამისაჲ. და ვითარცა ღმრთისმეტყუელა, ასწავებს, ვითარმედ არა ახალი არს სარწმუნოებაჲ ჩუენი და საიდუმლოჲ, არამედ პირველითგან და მარადის არს იგი. ხოლო აწ გამოჩნდა უფლისა მიერ, რომელი-იგი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი. და მოსლვისა და გამოჩინებისა მისისა მიზეზად იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს იქმნა, რაჲთა დაჰჴსნნეს საქმენი ეშმაკისანი, და ჩუენ განგუათავისუფლნეს სიკუდილისაგან. და რაჲთა ვიცნათ ჩუენ მამაჲ და თავადი ძე მისი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და დასწერს ყოვლისა მიმართ ჰასაკისა, ესე იგი არს ყრმათა და ჭაბუკთა და მოხუცებულთა, ვითარმედ ღმერთი საცნაურ იქმნა, ხოლო ეშმაკისა საცთური იძლია და სიკუდილი დაიჴსნა. და მიერითგან ყოვლისავე ებისტოლისა მიერ სიყუარულისათჳს ასწავებს, რამეთუ ენებ, რაჲთა ვიყუარებოდით ჩუენ ურთიერთას. ვინაჲთგან ქრისტემანცა შემიყუარნა ჩუენ. და მერმე იტყჳს განყოფილებისათჳს შიშისა და სიყუარულისა და შვილთა ღმრთისათა და შვილთა ეშმაკისათა, და თუ რომელი არს ცოდვაჲ სასიკუდინე. და განყოფილებისათჳს სულთაჲსა, და თუ რომელი სული არს ღმრთისაგან ანუ რომელი მაცთურისაჲ. და თუ ვითარ ვიცნნეთ შვილნი ღმრთისანი ანუ თუ შვილნი ეშმაკისანი. და თუ რომლისა ცოდვისათჳს თანა-გუაც ლოცვ ცოდვილთაჲ და რომლისათჳს არა. და ვითარმედ რომელსა არა უყუარდეს მოყუასი, არა არს იგი ღირს ჩინებისა, არცა ძალ-უც თქუმად, ვითარმედ ქრისტესი არს, და ერთობასა ძისასა მამისა თანა აჩუენებს. და ვითარმედ რომელმან უვარ-ყოს ძე, მას მამაჲცა უვარ-უყოფიეს. და განსწვალებს ებისტოლესა ამას შინა და იტ თჳსსა ანტიქრისტესსა. ესე იგი არს, ვითარმედ, რომელმან თქუას იესუჲსთჳს, ვითარმედ არა ქრისტე არს, საცნაურ ჰყოფს, ვითარმედ, ვინაჲთგან იგი არა ქრისტე არს, თავსა თჳსსა იტყჳს ქრისტედ მაცთური იგი.

ხოლო ამცნებს ყოვლისა ამის ებისტოლისა მიერ, რაჲთა არა იურვოდინ მორწმუნენი უფლისანი, უკუეთუ სძულობდენ მათ სოფელსა შინა, არამედ უფროჲსად რაჲთა უხაროდის, რამეთუ სიძულილი სოფლისაჲ საცნაურ ჰყოფს მორწმუნეთა მათ, ვითარმედ ზეშთა ქმნილ არიან სოფლისადა და არიან იგინი მოქალაქე ზეცათა. და დასასრულსა წიგნისასა კუალად მოაჴსენებს და იტყჳს, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი, რაჲთა მას ვჰმონებდეთ და დავიცვნეთ თავნი თჳსნი კერპთაგან.