მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა იუდაჲს კათოლიკისასა

ხოლო იუდა დასწერს თჳსსა მას ებისტოლესა ახლად მოქცეულთა მორწმუნეთა მიმართ ამის მიზეზისათჳს, რამეთუ შემოსრულ ვიეთნიმე იყვნეს მაცთურნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ არად სარგებელ არს კრძალვაჲ ცოდვისაგან, და უფალსა უარჰყოფდეს. ამისთჳს იიძულა მიწერად და განკრძალვად ძმათა, და პირველად ჰლოცავს, რაჲთა იღუაწონ დადგრომად სარწმუნოებასა მას ზედა მიცემულსა მათდა, და მერმე განგდებულ ჰყოფს ეგევითართა მათ, ვითარცა მაცთურთა და წარწყმედულთა, და ამცნებს, რაჲთა არცაღა ზიარებაჲ აქუნდეს მათდა მიმართ. და რაჲთა უწყოდინ, ვითარმედ არა კმა არს ჩინებაჲ. ხოლო, უკუეთუ არა ღირსად ჩინებისა მის ვიქცეოდით. და რამეთუ პირველიცა ერი გამოიყვანა უფალმან ეგჳპტით. ხოლო ვინაჲთგან არა დაადგრეს სარწმუნოებასა ზედა, წარწყმიდნა. და ანგელოზთა, რომელთა-იგი არა დაიმარხეს წესიერებაჲ თჳსი, არა ჰრიდა. და რამეთუ მიქაელ მთავარანგელოზმანცა ვერ თავს-იდვა გმობაჲ იგი ეშმაკისაჲ. და ასწავებს, ვითარმედ წარწყმედაჲ იყოს ესევითართაჲ მათ, ვითარცა სოდომისა და გომორისაჲ. და მერმე ასწავებს მათ წესიერებისათჳს. და მერმე ილოცავს მათთჳს სიმტკიცესა სარწმუნოებისასა უფლისა მიერ, და ესრეთ დაასრულებს ებისტოლესა თჳსსა.