თავნი იუდაჲს კათოლიკისანი
ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა, რომელსა შინა იტყჳს ყოფადისა მისთჳს მათთჳს წარწყმედისა მსგავსად პირველთა მათ ცოდვილთა და უკეთურთა.
ბ̂. ვაებაჲ მათი მაცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისათჳს ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა.
გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა; წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და სიწმიდისა.
დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა, დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ.