მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა ეფესელთა ებისტოლისასა

ეფესელთა მიმართ წარსცემს ჰრომით, არღა ეხილვნეს იგინი, არამედ ასმიოდა მათთჳს.

და ესე არს მიზეზი ებისტოლისაჲ ამის, რამეთუ ეფესელთა შეეწყნარა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა სარწმუნოებაჲ და მტკიცედ ეგნეს სარწმუნოებასა ზედა მისსა და სიყუარულსა ყოველთა წმიდათასა, და ენება, რაჲთა პავლეს მიერცა დაემტკიცნენ. ესე ცნა მოციქულმან და მისწერს მათდა წიგნსა ამას წესითა სწავლისაჲთა. და პირველად აუწყებს, ვითარმედ არა ახლად გამოჩინებულ არს ძალი საიდუმლოჲსა ჩუენისაჲ, არამედ პირველითგან და უწინარეს სოფლის დაბადებისა განგებულ იყო ესე ნებითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ივნოს ჩუენთჳს ქრისტემან და გუაცხოვნნეს ჩუენ.

და მერმე წოდებისათჳს წარმართთაჲსა წარმოიტყჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ჯეროვნად ჰრწმენა მათ, და ეტყჳს, ვითარმედ: ჩინებაჲ ჩუენი არა კაცთა მიერ იქმნა, არამედ იესუ ქრისტეს მიერ, რომელ-იგი არს ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ესრეთ ისწაონ, ვითარმედ არა კაცისა მსახურ იქმნნეს, ჰრწმენა რაჲ ქრისტე, არამედ ჭეშმარიტად ღმრთისმსახურ, და აუწყებს თავისა თჳსისასა, ვითარმედ ამის ჯერისათჳს წარვლინებულ არს ხარებად, და რამეთუ ზრუნვიდა მათთჳს.

და მერმე სწავლისა სიტყუათა მიუწერს მათ ზოგად ყოველთა მიმართ — მამათა და დედათა, მშობელთა და შვილთა, უფალთა და მონათა, და ყოველთავე ერთობით აღშჭურავს სატანაჲს მიმართ და ეშმაკთა მისთა, და ეტყჳს, ვითარმედ: მათდა მიმართ არს ბრძოლაჲ ჩუენი. და ესრეთ რაჲ ვითარცა კეთილმან განმასულნელებელმან განასულნელნა იგინი სიტყუათა მათ მიერ წმიდათა, და აღლესნა წყობად ეშმაკისა, აღასრულა ებისტოლე თჳსი.