მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავების მიმოხილვა - პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ

წყაროს მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

თავნი ეფესელთა ებისტოლისანი

ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და დასრულებისა.

ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მინიჭებულნი ჩუენდა კეთილნი.

გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ, სასოებით და მადლით.

დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა.

ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს ძლიერად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად.

ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან.

ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა.

ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით; და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა.

თ̂. განწესებაჲ სახლეულთა წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ.

ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა.