მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - პავლე მოციქულისა წიგნი გალატელთა მიმართ

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა გალატელთა ებისტოლისასა

გალატელთა მიმართ მისწერს ჰრომით. ეხილვნეს იგინი და ესწავა მათდა, და ამის პირისათჳს დასწერს ამას, რამეთუ სწავლულ იყვნეს გალატელნი მოციქულისა მიერ კეთილად, და გულსავსებით მორწმუნე ქრისტესა ქმნილ იყვნეს. ხოლო შემდგომად მათგან წარსლვისა მოციქულისა აღტაცებულ იქმნნეს ვიეთგანმე, რაჲთა წინა-დაიცჳთონ. ესე უკუე ცნა მოციქულმან და მისწერს მათდა. ხოლო პირველად ეწამების მათ სარწმუნოებისა მისთჳს, რომელი აქუნდა ერთგულებით სიყუარულისათჳს ქრისტესისა. და მერმე აბრალებს მათ გარდაქცევისა მისთჳს. და მერმე წარმოიღებს შჯულისათჳს სიტყუასა და აბრაჰამის სარწმუნოებისათჳს, და უჩუენებს შჯულისაგან და აბრაჰამის ცოლთა სახისმეტყუელებისა, ვითარმედ ჟამადმდე მოცემულ იყო აჩრდილი იგი წინადაცუეთაჲ, და ამიერითგან დაცხრომილ არიან მოსლვითა უფლისაჲთა. და ესე რაჲ გამოაჩინა, ამცნებს, რაჲთა არღარა ერჩდენ მაცთურთა მათ, არამედ უფროჲსღა რაჲთა ეგნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და რაჲთა უწყოდინ, ვითარმედ ქრისტეს მიერი მადლი განაქარვებს წინადაცუეთასა; და ჩუეულებისაებრ იწყებს სწავლად მათდა, და ესრეთ აღასრულებს ებისტოლესა თჳსსა.